რექტორის მიმართვა

alt

საქართველოს ყველაზე ინოვაციური და სწრაფად მზარდი უნივერსიტეტის რექტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

რეგიონის პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური სივრცის, სილიკონ ველი თბილისის ცენტრში უნივერსიტეტის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნა, სამეცნიერო საქმიანობის, ინოვაციური იდეების და ტექნოლოგიების გაცვლით საქართველოს პოტენციალის დემონსტრირება და პოზიციონირება გლობალურ ბაზრებზე. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა კვალიფიციური კადრების გაზრდის გზით, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ პროფესიულ კომპეტენციებს არამედ ისეთ პიროვნულ თვისებებს როგორებიც არის ლიდერობა, სამეწარმეო უნარჩვევები, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელმძღვანელობის თვისებები და კულტურა.

ამ მიზნების საპასუხოდ, 2016 წლიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოსთვის უპრეცედენტო პროგრამები განხორციელდა. ჩვენი ხედვა საინტერესო აღმოჩნდა მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციებისთვის, რომლებთან პარტნიორობამ უნივერსიტეტს მოკლე დროში მოუტანა ნდობა და მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო თანასაზოგადოებაში.

დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენი სახით, საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება. ჩვენი მიზანია მივცეთ ახალ თაობას ცოდნა, უნარები და შესაძლებლობა, მოახდინონ ინოვაციური იდეების გენერირება, კვლევა, განვითარება და განხორციელება როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე.

პროცესები, რომელიც წარიმართება ჩვენს უნივერსიტეტში, მიმართული არის ქვეყანაში ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებაზე.

ინოვაციების მთავარი წყარო უნივერსიტეტში  არის და იქნება მეწარმეობა - როგორც კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან, იმ გუნდის წევრი ვარ, რომლის მიზანს დასავლური სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირება წარმოადგენდა. ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიკა მიმართული იქნება ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე და დაეყრდნობა ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს იმ სა­კ­ვა­ნძო ასპექტების შე­­სახებ, რომელ­თა ფლობა წარ­მოა­დ­გენს განათლების ხარისხის კრიტე­რიუმს.

ეს არის ის პერსონალური და ინტერ-პერსონალური კომპეტენციები და პასუხისმგებლობები, რომლებიც  ახ­დენენ მთელი სი­ცოც­ხ­ლის მანძილზე სწა­ვ­­ლის და უწყ­ვე­ტი გა­ნა­თ­ლების მიღების უნარისა და სურვილის რეა­ლი­ზე­ბას,   მულ­ტი­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბაში თვითრეალიზებას, წარმატებული პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანო­ბის გაძღოლას.

მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სივრცე.  ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური მიღწევები ყველა ინდუსტრიას შეეხო, შესაბამისად შეიცვალა განათლების  და შრომის ბაზრის მოთხოვნები. განათლების სტრუქტურა ტექნოლოგიურ ევოლუციას საჭიროებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას სწრაფად ვუპასუხოთ ცვალებად გარემოს. სწორად ამიტომ, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესი უნივერსიტეტში წარიმართოს ინტერდისციპლინარულად და კომპლექსურად, ვინაიდან ცოდნის მიღება და გაღრმავება მხოლოდ ერთი სპეციფიკური მიმართულებით საკმარისი აღარ არის. უნივერსიტეტის დიდ ინტერესს წარმოადგენს ციფრული სასწავლო პლატფორმის შექმნა, რომელიც უმაღლესი განათლების მომავლის ფორმირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროდუქტის მომხმარებელია, როგორც თითოეული სტუდენტი, ისე მთლიანად საზოგადოება, რაც განათლების ხარისხის კუთხით უნივერსიტეტს განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს: ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, შრომის და განათლების  ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების შექმნა და უნივერსიტეტის უცხოეთის პარტნიორი დაწესებულებების პროგრამებთან ჰარმონიზაცია, სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ტექნიკური აღჭურვილობის და განახლებული სასწავლო მასალების შექმნა, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა და უნივერსიტეტში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული საერთაშორისო პროგრამების უწყვეტად განხორციელდება, მეცნიერებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოყენებითი, პრობლემაზე ორიენტირებული ინტერდისციპლინარული კვლევების ინიცირება და განხორციელება.

სტუდენტების ინტერესი არის და იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის ღერძი. უმოკლეს დროში, ჩვენ გავხდებით მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების და მოწინავე მაღალრეიტინგული სასწავლებლების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში.

მადლობა ნდობისთვის,

შეხვედრამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში

ნინო ენუქიძე,

რექტორი