კარიერული განვითარების ცენტრი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობს სტუდენტების კარიერული მხარდაჭერისთვის ორი მიმართულებით: დამსაქმებელ კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და სტუდენტის მიერ ინიცირებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობას იწყებს სტუდენტებთან პირველივე სემესტრიდან და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც. ჩვენი კურსდამთავრებულები უწყვეტად იღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა ვაკანსიების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მიმართულებით.

პროექტი ,,დაასაქმე SmartStudent’’ - კარიერული ცენტრის მიერ ინიცირებული ყოველსემესტრული პროექტია, რომლის ფარგლებში სტუდენტებისთვის სემესტრების მიხედვით იხსნება წვდომა პროგრამის შესაბამის ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებზე .

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტები საქმდებიან და სტაჟირების პროგრამებს გადიან   მსხვილი კომპანიების სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, 

ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და კურსდამთავრებულს.


თუ BTU- სტუდენტი ხარ, კარიერული ცენტრი დაგეხმარება:

  • მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ, შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ და სწორად დაგეგმო კარიერული განვითარება;
  • სასწავლო კურსისა და სემესტრის გათვალისწინებით ჩაერთოთ დაასაქმე სმარტსტუდენტის ღონისძიებებში;
  • მიიღო რჩევები პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ დასაქმების პერსპექტივა მენეჯმენტის, ფინანსების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მოიძიო კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები, ისარგებლო BTU- მიერ შეთავაზებული სასერტიფიკატო პროგრამებით და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტრენინგებით;
  • მოიძიო პოტენციური დამსაქმებელი კომპანიები, დაამყარო კავშირი ინდუსტრიასთან;
  • მიიღო   სრულფასოვანი ინფორმაცია და პრაქტიკული გამოცდილება ბიზნეს კომუნიკაციაში:
                                     ❖  CV-ის შექმნა;
                                     ❖  სამოტივაციო წერილის შექმნა;
                                     ❖  სიმულაციური გასაუბრება;



იხილეთ სტუდენტების წარმატების ისტორიები

იხილეთ პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი



❖   იხილეთ ქართულენოვანი CV-ის შევსებული ვერსია 

❖   იხილეთ ინგლისურენოვანი CV-ის შევსებული ვერსია

   იხილეთ CV-ის ქართულენოვანი ფორმა

   იხილეთ CV-ის ინგლისურენოვანი ფორმა


გთხოვთ შეავსოთ ნიმუშის მიხედვით



როგორ გავხდე ფრილანსერი
 - კარიერული ცენტრის ინიციატივით შექმინილი ვიდეობლოგი, დეტალური გზამკვლევი მათთვის ვისაც შეუძლია სამუშაოს დისტანციურად შესრულება, მაგრამ არ იცის სად და როგორ მოიპოვოს შესაბამისი შეთავაზება.



კარიერული განვითარების ცენტრთან დისტანციური შეხვედრის ჩასანიშნად, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ - ფოსტაზე: career@btu.edu.ge


კონტაქტი

მარიამ  შოშიაშვილი
კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

mariam.shoshiashvili@btu.edu.ge

ბეჭდვა