კარიერული განვითარების ცენტრი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობს სტუდენტების კარიერული მხარდაჭერისთვის ორი მიმართულებით: დამსაქმებელ კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და სტუდენტის მიერ ინიცირებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობას იწყებს სტუდენტებთან პირველივე სემესტრიდან და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც. ჩვენი კურსდამთავრებულები უწყვეტად იღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა ვაკანსიების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მიმართულებით.

პროექტი ,,დაასაქმე SmartStudent’’ - კარიერული ცენტრის მიერ ინიცირებული ყოველსემესტრული პროექტია, რომლის ფარგლებში სტუდენტებისთვის იხსნება წვდომა 50ზე მეტ ვაკანსიაზე, ისინი საქმდებიან მსხვილი კომპანიების სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად ახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას კომპანიისთვის. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და კურსდამთავრებულს.


თუ BTU-ს სტუდენტი ხარ, კარიერული ცენტრი დაგეხმარება:


  • მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ, შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ და სწორად დაგეგმო კარიერული განვითარება;
  • მოიძიო კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები, ისარგებლო BTU-ს მიერ შეთავაზებული სასერტიფიკატო პროგრამებით და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტრენინგებით;
  • მოიძიო პოტენციური დამსაქმებელი კომპანიები, დაამყარო კავშირი ინდუსტრიასთან;
  • შეადგინო CV;
  • მოემზადო დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის;
  • დაგეგმო საკუთარი კარიერა როგორც ანტრეპრენერმა, შექმნა საკუთარი სტარტაპი და თავად გახდე დამსაქმებელი, სტუდენტობის პირველივე დღიდან. ამ მიმართულებით, კარიერული ცენტრი თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.



იხილეთ სტუდენტების წარმატების ისტორიები

იხილეთ პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი



❖   იხილეთ ქართულენოვანი CV-ის შევსებული ვერსია 

   იხილეთ ინგლისურენოვანი CV-ის შევსებული ვერსია

❖   იხილეთ CV-ის ქართულენოვანი ფორმა

❖   იხილეთ CV-ის ინგლისურენოვანი ფორმა


*გთხოვთ შეავსოთ ნიმუშის მიხედვით


როგორ გავხდე ფრილანსერი - კარიერული ცენტრის ინიციატივით შექმინილი ვიდეობლოგი, დეტალური გზამკვლევი მათთვის ვისაც შეუძლია სამუშაოს დისტანციურად შესრულება, მაგრამ არ იცის სად და როგორ მოიპოვოს შესაბამისი შეთავაზება.



კარიერულ ცენტრთან შეხვედრები მიმდინარეობს 109 ოთახში შემდეგი განრიგით


  • სამშაბათი15:00დან 17:00მდე;
  • ოთხშაბათი 18:00დან 19:00მდე;
  • ხუთშაბათი 15:00დან 17:00მდე.

 


კონტაქტი

მარიამ შოშიაშვილი
კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი


mariam.shoshiashvili@btu.edu.ge
career@btu.edu.ge