განვითარების სამსახური
27 მარტი 2020

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებში: ბიზნესში, ტექნოლოგიებსა და ციფრულ ეკონომიკაში, ხელი შეუწყოს თანამშრომლობისა და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების პროცესს; დაეხმაროს პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს პოტენციალის განვითარებაში და ინოვაციური პროექტების განხორციელებით, მოხდინოს ახალი ცოდნის გენერირება და გავრცელება.

განვითარების სამსახურიის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა და საგრანტო დაფინანსების მოპოვება, ისეთ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და ზოგადად ქვეყნის განათლებისა და ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის სოციალური და კორპორატიული  პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით.



განვითარების სამსახურის მიმდინარე პროექტები

  • მეწარმეობის ცენტრის ფარგლებში ბიზნეს კლინიკა ონლაინ კონსულტაციები. რეგისტარციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე;

  • კვლევა  - „საქართველოში არსებულ მეწარმეთა წვდომა ფინანსებზე.“

  • ციფრული სკოლა მიმდინარეობის პლატფორმის საბოლოო ფორმით ჩამოყალიბება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით მომზადებული  ვიდეო ბლოგები, ავატარის ლექციები, ელექტრონული რიდერები და პოდქასთები. იხილეთ ბმული

  • გლობალური სტარტაპ ფონდის II სესია -  ­ფონ­დის მი­ზა­ნი სა­ქარ­თველოს სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის ფორ­მუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბაა. იხილეთ ბმული;


  • English Club ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ინგლისურის კლუბში. გაკვეთილები მიმდინარეობდა BTU-ს უნივერსიტეტში, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების პრენეციის რეკომენდაციების შესაბამისად გრძელდება ონლაინ სივრცეში;

  • მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის სოციალური პროექტი, იხილეთ ბმული;

  • ვანის და სიღნაღის გაციფრულების პროექტები

  • თბილისის მეწარმეობის სამიტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2020 წელს, თბილისის პირველი, ყოველწლიური მეწარმეობის სამიტი გაიმართება. საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოელი პარტნიორების და ფონდების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა, მეწარმეობის მიმართულებით მასშტაბური კვლევების წარდგენა და სხვა მრავალი საკითხის გარშემო მუშაობა, სამიტის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.




მიმდინარე საგრანტო პროექტები: 

  • ბრიტანეთის საბჭო, პროექტი “შემოქმედებითი ნაპერწკალი” ჰენლის ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით
  • ბრიტანეთის საბჭო, პროექტი “შემოქმედებითი ნაპერწკალი” რეგიონალური აქტივობები ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით
  • ბრიტანეთის საბჭო, ინგლისური ენის კლუბი
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ტექნოლოგიური ფესტივალი

 


დასრულებული პროექტები და აქტივობები


  • ზამთრის ბუთქემფი - 2020 წლის თებერვალში ჩატარდა ზამთრის ბუთქემფი. 11 სტარტაპ გუნდი 3 დღის განმავლობაში მუშაობდა საკუთარი იდეისა და ბიზნეს გეგმის დახვეწაზე და 1 წუთიანი ვიდეო ფიჩის მომზადებისთვის, რომლის საშუალებითაც მონაწილეობას მიიღებენ პროეექტის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო Big Idea Challenge-ის კონკურსში. 

  • Mobile App ჰაკათონი - ციფრული დიზაინის გუნდური შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც გუნდებს დაევალათ ეპასუხათ კომპანია სილქნეტის მიერ წარმოდგენილი არსებული გამოწვევისთვის. გამარჯვებული გუნდების წევრებმა მიიღეს როგორც ფულადი პრიზები ასევე დასაქმების პერსპექტივა, რათა პროცესში დანერგონ ჩამოყალიბებული იდეა/პროდუქტი.

  • რეგიონალური ვორქშოპები, სოციალური პროექტი - რუსთავში, ქუთაისში, ოზურგეთში, თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოპები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ცნობადობის ამაღლებაზე მეწარმეობის შესახებ.

  • MIT გლობალური სტარტაპ ლაბი - MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, საქართველოში 2020 წლის იანვარში - 4 კვირის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

  • თბილისის კრეატიული ცენტრი - თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

  •  Skill Up Workshops - ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და დიზაინით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინტენსიური გადამზადების სესიები.

  • ციფრული სტარტაპ ბუთქემფის ინტენსიური სესიები ჩატარდა 28-29 მარტს. 4 აპრილს კი გაიართა დისტანციური სტარტაპების დემო დღე, მენტორმა პირადად შეაფასა სტარტაპების გამოგზავნილი ვიდეოები, რის შემდეგაც გამოვლინდა საუკეთესო ვიდეო და გადასცა პრიზი 1000 ლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ბმულზე;



კომუნიკაცია

  • ნიუსლეთერის გამოქვეყნება წელიწადში 3-ჯერ, რომელიც გაეგზავნება როგორც სტუდენტებს ასევე BTU-ს პერსონალსა და ალუმნის.

  • ახალი და მიმდინარე პროექტების, შესაძლებლობებისა და ღონისძიებების შესახებ სტუდენტებს, პერსონალსა და ალუმნის გაეგზავნებათ მეილები შესაბამისი სარეგისტრაციო ბმულებით.

  • BTU-ს ვებგვერდზე და სოციალური ქსელების გვერდებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსება.




დაგვიკავშირდით