Erasmus + CBHE

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის სტრატეგიული მიზანია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ბელგიის, შვედეთის, პორტუგალიის, უკრაინისა და საქართველოს წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ჩართულობით ახორციელებს.

 

ინსტიტუციური განვითარების პროექტები (CBHE) აგრძელებენ ყოფილი TEMPUS პროგრამის აქტივობებს, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პრაქტიკის/გამოცდილების გაზიარებისკენ.

HEIn4 პროექტის განხორციელების ვადები - 2020 წლის 15 იანვარი-2023 წლის 14 იანვარი

HEIn4 გრანტის მოცულობა: 973 240,00 ევრო

სამიზნე აუდიტორია: უსდ-ები, ინდუსტრიები


პროექტის პარტნიორები

ევროპული უნივერსიტეტები და ორგანიზაციები

  • ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია (პროექტის კოორდინატორი)
  • პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
  • სტოკჰოლმის  ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი
  • გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია

 

საქართველო

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

 

უკრაინა

  • დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
  • უკრაინის ეროვნული მეტალურგიული აკადემია
  • ოდესის ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი
  • ფესტოს საწარმო


პროექტის აქტივობების შედეგად

  • განვითარდება ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობები (ადამიანური რესურსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინსტიტუციური ერთეულები) მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშესაწყობად ქართულ და უკრაინულ უსდ-ებში შეიქმნება ახალი სასწავლო მოდული სწავლის სამაგისტრო საფეხურზე ინდუსტრია 4.0 ბიზნესის მენეჯმენტი“ („Industry 4.0 Business Management);
  • მოეწყობა და აღიჭურვება ვირტუალური სასწავლო ლაბორატორია (Virtual Factory Learning Lab);
  • გაძლიერდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა და მოხდება ინდუსტრიების ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისი სპეციალური კურსების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით.


პროექტის საინფორმაციო ბროშურა იხილეთ ბმულზე


მედია გაშუქება

- სტატია AMBEBI - ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის
- სტატია BPN - Volvo-ს ავტოქარხანა და სხვა ინდუსტრიული ლიდერები სასწავლო მოდულს ინდუსტრია 4.0 BTU-ს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე დანერგავენ