Femtech

ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა, ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) თავის პარტნიორებთან ერთად, ინიციატივა 5.0-ს ფარგლებში ახორციელებს Femtech ის მიმართულებით.

კოდინგის სკოლა ქალებისთვის, BTU-ში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, Microsoft, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და StrategEeast.

ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე პროექტი, საქართველოში ეტაპობრივად განხორციელდება.
აშშ-ის საელჩო საქართველოში მხარდაჭერით
ხორციელდება პროექტი Women in Tech, რომელიც სტარტს 2020 წლის ოქტომბერში აიღებსპროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. 

Women in Tech- ის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით განხორციელება 6 თვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, ბანაკები/ვორქშოფები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, იდეათონი, შეიქმნება საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა, მომზადდება პოდკასტები, მომზადდება ვიდეო გაკვეთილები ჩატარდება ფორუმები, ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვა აქტივობები. 

6 თვიანი გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები შეისწავლიან დინამიური ვებ გვერდების შექმნას და მათ მართვას, HTML & CSS, Javascript ES6, Angular & Typescript- ის ენების შესწავლით. გადამზადება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ფიზიკურ ან/და დისტანციურ ფორმატში 20 ბენეფიციარისთვის. გადამზადებულთა დასაქმებას კოდინგის სკოლა ქალებისთვის დაეხმარება. ბენეფიციარებს შეეძლებათ დასაქმება Junior Angular დეველოპერად, Markup დეველოპერად ან Junior Javascript დეველოპერად.

საქართველოს სამ ქალაქში თელავში, ქუთაისსა და ბათუმში (დისტანციური ფორმატი) ჩატარდება ვორქშოფები, ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით. აღნიშნული შეხვედრები ემსახურება ტექნოლოგიების მიმართულებით ქალთა ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრის მონაწილე წევრებს საშუალება ექნებათ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ შემდეგი მიმართულებით:

  • თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • ვებ აპლიკაციების შექმნა;
  • წამყვან პროგრამულ ენებზე მუშაობის გამოცდილება მათ შორის (HTML; CSS; JavaScript; Typescript; Angular; NodeJs)


ინიციატივა 5.0 ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და კომპანია Microsoft აბიტურიენტი გოგოებისთვის ჩაატარებენ DigiGirlz-ის კამპანიას, რომელიც საშუალებას მისცემს გოგონებს მაიკროსოფტის თანამშრომლებისგან მიიღონ ინფორმაცია ტექნოლოგიების მიმართულებით და ჩაერთონ პრაქტიკულ ვორკფოპებში კომპიუტერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.



მედია გაშუქება

- სტატია IPN - BTU “ინიციატივა 5.0-ის“ შესრულებას ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებით იწყებს
- სტატია IPN - „ქალები მომავლისთვის“ BTU-ს „ინიციატივა 5.0-ის“ ახალი პარტნიორია
- სტატია Entrepreneur - ქალების როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, BTU-ს ინიციატივა 5.0 დაიწყო
- სტატია IPN - BTU ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად ვორქშოპებს საქართველოს სამ ქალაქში იწყებს
- ვიდეო Entrepreneur - ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში
- გადაცემა იმედის დილა 
- გადაცემა ბიზნესპარტნიორი