Deeptech

BTU Cyber Lab

ინიციატივა 5.0-ს ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტების განხორციელებას Deeptech-ის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აგრძელებს. საერთაშორისო პარტნიორების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით, BTU Cyber Lab მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს პროექტებს, კონკურსებს, ჰაკათონებს, ფორუმებს კიბერჰიგიენის და კიბერეთიკის გარშემო ცნობიერების ასამაღლებად, საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელად, კვლევებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების დიგიტალიზაციის პროცესში და სხვა. 

ინიციატივის ფარგლებში გაიმართება ჰაკათონი, ჩატარდება #SaferInternet Day კამპანია თბილისსა და რეგიონებში, შეიქმნება MOOCs რესურსი, მათ შორის დაიგეგმება ვებინარი რეგიონებში სამიზნე ჯგუფებისთვის; EU-ის დღის წესრიგის გათვალისწინებით შეიქმნება და განვითარდება ბროშურები და სახელმძღვანელოები ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და მოზარდების კიბერჰიგიენის შესახებ; 

მსმენელების საჭიროებებზე მორგებული ვორკშოფები და კონკურსები კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩატარდება.

2021 წლის გაზაფზულზე გაიმართება ფორუმი EU-ის პოლიტიკის თემატიკაზე. 

სხვადასხვა აქტივობების პარალელურად, თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი, რომლის ფარგლებშიც BTU-ს სტუდენტები თეორიული მასალის ათვისების შემდეგ იმუშავებენ პრაქტიკულ ნაწილზე: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი და ღია წყაროების ანალიზი.

“EU-ის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა (EU-Cyber_Edu)” არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტი, რომლის მიზანია ევროპის გამოცდილების გაზიარება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები, პროფესორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები საგანმანათლებლო სივრცეში. 

ჟან მონეს პროგრამები მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

BTU AI LAB

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ (BTU), ხელოვნური ინტელექტის პირველი რეგიონალური ლაბორატორია 2018 გაიხსნა, რომლის ბაზაზეც არაერთი პროექტი და გადამზადების პროგრამა განხორციელდა, ასევე მომზადდა ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროების შესახებ, კვლევის ანგარიში.

ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების გადამზადების კურსი საჩუქრად ქალებისთვის – `ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ინიციატივით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით იწყება და მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებას, მათი ცოდნის გაღრმავებას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, სასწავლო კურსი სრულად დაფინანსდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. კურსის მიზანია, შეასწავლოს ბენეფიციარს ნეირონული ქსელების ფუნდამენტები და აჩვენოს მისი გამოყენების არეალები.

მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით გადამზადების პროგრამა, ყველა ბენეფიციარისთვის, სრულად ფინანსდება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მიერ. კურსი მიზნად ისახავს ბენეფიციარებს, შეასწავლოს მონაცემთა ანალიზი პითონის საშუალებით. გააცნოს მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო გავრცელებული მეთოდები და ასწავლოს მათი გამოყენება რეალური ამოცანების გადასაჭრელად.

ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მიმართულებით გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა, ყველა ბენეფიციარისთვის, სრულად ფინანსდება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მიერ. კურსი მიზნად ისახავს, შეასწავლოს ბენეფიციარს ნეირონული ქსელების ფუნდამენტები და აჩვენოს მისი გამოყენების არეალები,.

კურსი დაყოფილია 3 ნაწილად:

 

  • პირველ ნაწილი – ნეირონული ქსელების შესავალი
  • მეორე ნაწილი – კონვოლუციური ნეირონული ქსელები(CNN) და რეკურენტული ნეირონული ქსელების მოდელები(RNN) და მათ გამოყენება
  • მესამე ნაწილი – ბუნებრივი ტექსტების დამუშავებას NLTK  ბიბლიოთეკის გამოყენებით, ტექსტების დამუშავება

მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, რომელიც მაიკროსოფტის პარტნიორი კომპანიაა, არის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დამუშავების ინოვაციური ცენტრი და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ AI LAB-ს ახალი პარტნიორი, რომელთანაც დაკავშირება და პარტნიორობა GiS-ის (Georgian Integrated System) დახმარებით განხორციელდა.

GIS – არის მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, AV, IT, IPTV, ტელეკომის, უსაფრთხოების სისტემების, სამაუწყებლო და ქსელური ინფრასტრუქტურის პროვაიდერი კომპანია. GiS-ის წარმომადგენლობა გავრცელებულია კავკასიის, შუა აზიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში.

ლაბორატორიის საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა ბუნებრივ ენათა მანქანური დამუშავება და შესაბამისი პროდუქტების შექმნა.2020 წელს ლაბორატორიამ მოიპოვა GITA-ს 100,000 ლარიანი გრანტი მრავალენოვანი სპელჩეკერის შესაქმენლად. როგორც პარტნიორს, მაიკროსოფტმა ცენტს გადასცა შესაბამისი პროგრამული პაკეტი (SDK), რომლის საშუალებითაც თავად მაიკროსოფტი ქმნის სპელჩეკერებს, გრამატიკის შემმოწმებელს, უზრუნველყოფს კორექტულ გადატანებს და თეზაურუსს.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტ გუჯა ლომსაძესთან, ლაბორატორიამ გააფორმა ხელშეკრულება და გადასცა მაიკროსოფტის მიერ მოწოდებული პროგრამული პაკეტი.

გუჯა იმუშავებს მაიკროსოფტის სპელჩეკერების გაუმჯობესებასა და ზოგიერთი ენისთვის მათ ნულიდან შექმნაზე. ასევე, გუჯა მუშაობს მანქანური სწავლების საშუალებით ტექსტური რედაქტორების ე.წ. Autocomlete ფუნქციის შექმნაზე, რაც ინტეგრირდება მრავალი ენის სპელჩეკერთან და უამრავ ადამიანს გაუმარტივებს ტექსტის აკრეფის პროცესს.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ AI LAB-ის ბაზაზე კიდევ ერთი პროექტის განხორციელება გერმანულ კომპანია KnowledgeTools International GmbH-სა და Maxin AI-თან ერთად დაიწყო, რაც ქართული შრიფტისთვის სრულყოფილ OCR პროგრამის შექმნაზე მუშაობას გულისხმობს. რომლის შედეგადაც დასკანერებულ დოკუმენტებში შეცდომის გარეშე მოხდება ტექსტის წაკითხვა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI LAB-ის დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.

პროექტი გერმანული ტექნოლოგიური კომპანიის KnowledgeTools International GmbH-ის ინიციატივით ხორციელდება. კომპანია, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში Legal Tech–ის მიმართულებით ინოვაციური პროდუქტების დანერგვით, ამ სფეროს საქართველოში განვითარებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI LAB-თან თანამშრომლობით დაინტერესდა. იმ რეპუტაციისა და გამოცდილების გამო, რომელიც BTU–ს  საქართველოში და საერთაშორისო დონეზე აქვს, გერმანულმა კომპანიამ მთავარ ადგილობრივ პარტნიორად სწორედ ის შეარჩია.

მას შემდეგ, რაც ქართული შრიფტის ამოცნობის სრულყოფილი პროგრამა შეიქმნება, იურისტებს დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და ამ ყველაფრის სისტემაში ხელით შეყვანა აღარ მოუწევთ. შრიფტის ამოცნობის მეშვეობით პროგრამა დამოუკიდებლად წაიკითხავს დასკანერებულ დოკუმენტებს და გადაიტანს მონაცემებს სისტემაში. სამართლის დიჯიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესში სწორედ მონაცემების შეყვანაა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხური. შემდეგ ეტაპზე კი სამართლის ინჟინრების მიერ შემუშავებული კოდით პროგრამის მიერ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში დამუშავება მოხდება.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში, ეროვნული გეგმის არსებობის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით საქართველოში შესაძლებელია აღნიშნული პროცესის დაწყება, ის საკითხებია, რომლის გარშემო BTU აცხადებს თანამშრომლობის მზაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან.

BTU AI LAB თანამშრომლობს ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია AI Georgia-სთან, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნის, AI-ს ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში და ბიზნესინდუსტრიებში ინტეგრაციის, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. 


ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

- სტატია Entrepreneur - BTU Cyber Lab ახალ პროექტებს აანონსებს
- სტატია BPN - BTU-ს ინიციატივა 5.0 კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ევროკავშირთან თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება
- სტატია IPN - BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით დაიწყო
- ვიდეო Entrepreneur 
- სტატია Marketer -  თეგეტა მოტორსი და BTU, ციფრული ტრანფორმაციის ინიციატივის ფარგლებში, აქტივობებს აანონსებენ
- სტატია Ambebi - BTU-ში კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია