Agritech

ინიციატივა 5.0 ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი საგნის - ციფრული ტექნოლოგიები აგრობიზნესში, აგროტექის სწავლება დაიწყო.

კურსის მიზანია, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, ასწავლოს აგრობიზნესში თანამედროვე მენეჯმენტის მიღწევებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების (აპლიკაციები და პლატფორმები) გამოყენება, რაც სტუდენტებს განუვითარებს აგრობიზნესის მიმართულებით ტექნოლოგიურ უნარებსა და ინოვაციური აზროვნების უნარს.

კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს მსოფლიოში აგრობიზნესის განვითარების პერსპექტივები, ქართული აგრობიზნესის მსოფლიოში პოზიოციონირების შესაძლებლობები, აგრობიზნესის ბაზარზე არსებული მონაცემების დამუშავების ალგორითმები, აგრობიზნესის კლიმატგონივრული სტრატეგიები და შესაბამისი ტექნოლოგიების და აპლიკაციების შესაძლებლობები; 

საგნის განმახორციელებელია: თამთა მამულაიძე - 
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტების მენეჯერი. 4 წლიანი გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების კონტროლისა და განვითარების საკითხებში აგრარული მიმართულებით. კემბრიჯის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მაგისტრანტი. საჯარო მმართველობის დოქტორი. 

ამავე მიმართულებით, ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, საგანმანათლებლო პლატფორმა esx.ge–ზე დაიგეგმა და დაიწყო უფასო სასერტიფიკატო კურსების განხორციელება და განვითარება.
საგანმანათლებლო პლატფორმაზე განთავსებულია აქტუალური ლიტერატურა აგრარული მიმართულებით რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ვრცელი გახდება, ამ დროისთვის უკვე განთავსებულია: გზა ფერმერობისკენ - საქართველოს რეგიონები, გზა ფერმერობისკენ - მეხილეობა, გზა ფერმერობისკენ - მებოსტნეობა, გზა ფერმერობისკენ - კალმახის წარმოება, გზა ფერმერობისკენ - მეფრინველეობა, გზა ფერმერობისკენ - მეცხოველეობა.