Greentech

განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და მის ბაზაზე განხორციელებული კვლევები, ევროპული ქვეყნების გამცოდილების გაზიარება და დანერგვა, გერმანიის საელჩოსთან ერთობლივი პროექტები საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების დასანერგად, აქტიური კვლევა და მუშაობა კანონის ჰარმონიზაციის კუთხით, სხვადასხვა პროექტები განახლებადი ენერგიის გენერაციისა და გაყიდვის სტიმულირებისთვის ეს Greentechია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კიდევ ერთი მიმართულება ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში, რომლის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტები და აქტივობებია დაგეგმილი.

2019 წლის სექტემბერში BTUში შეიქმნა განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც სემეკის წევრისა და BTU–  ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, მაია მელიქიძის ჩართულობით ჩატარდა ოთხი კვლევა. ესენია: ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, ელექტროენერგიის დეფიციტი, თანმდევი გამოწვევები და განახლებადი (მზის) ენერგიის როლი; სახელმწიფო სტრატეგია და საშეღავათო სისტემები განახლებადი ენერგიებისთვის; ევროკავშირის განახლებადი ენერგიის კანონდმებლობის ზეგავლენა ქართული ენერგეტისიკის სამართლის რეფორმაზე; განახლებადი ენერგია საქართველოში, სექტორის მარეგულირებელი ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ძირითადი ასპექტები.

მწვანე ენერგიების მიმართულებით BTU აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საელჩოსთან, რადგან გერმანია ამ მიმართულებით ერთერთი მოწინავე ქვეყანაა. გერმანიაში Greentechის განვითარება 1992 წლიდან დაიწყო და საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს დაგროვებული. საქართველოს, გერმანიის საელჩო, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანალოგიური პროექტების ადგილობრივად განხორციელებაში.

გარდა ამისა, BTU მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით რუსთაველის ფონდთან ერთადაც იწყებს პროექტებს. პარალელურად, თანამშრომლობს სხვადასხვა მკვლევართან. ამ გზით უნივერსიტეტი ცდილობს, გადმოიტანოს გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანამ დააგროვა. პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც.

Greentech–ის განვითარების საკითხებში BTU პარტნიორად მოიაზრებს პროკრედიტ ბანკსაც, რომელსაც არაერთი სესხი აქვს გაცემული ამ მიმართულებით და განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშომლობისთვის მზაობას აცხადებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მზად არის პარლამენტთან საკანონმდებლო დონეზე განიხილოს მწვანე ტექნოლოგიების ხელშეწყობის მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევები, რომელიც უნივერსიტეტში ჩატარდა და სამომავლოდ ჩატარდება, პრაქტიკული ხასიათისაა და თითოეული მათგანი, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. აუცილებელია, რომ თითოეული კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი ჯერ კანონმდებლობაში აისახოს, შემდეგ კი უკვე პრაქტიკაში დაინერგოს. საბოლოოდ კი BTU ხელშესახები შედეგების დედებას უმოკლეს ვადაში გეგმავს.