პირველი სტარტაპ სტატუსი ქვეყანაში, MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი საქართველოში და ქართულ ენაზე ნათარგმნი MIT-ში შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი მეწარმეობის შესასწავლად, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად ინიცირებული მასშტაბური კვლევები, პარტნიორობა ბრიტანეთის სამეცნიერო პარკთან, ისრაელის სილიკონ ვადისთან და ენჯელ ინვესტორებთან, გლობალური სტარტაპ ფონდი და პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის - ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო.
BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელმაც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსი მიანიჭა. სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალება აქვს, ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით, მათ შორის: ფინანსური სერვისებით, მარკეტინგული სერვისებით, იურიდიული სერვისებით, ფინანსებთან წვდომაში მხარდაჭერით, საერთო სამუშაო სივრცით, მენტორინგით და სხვა. სტარტაპ-სტატუსის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: აპლიკაციების მიღება და პრეზენტაციები (ე.წ. pitch) ჟიურის წინაშე. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ენდრიუ გოდლი (Henley Business School), პედრო ვიერა (500 Startups Georgia), დავით ჭიაბერაშვილი (Microsoft), ეალ ბაროზი (Webiz), გიორგი ჩუგოშვილი (Phubber), ავთანდილ კასრაძე (GITA), ანა ლომთაძე (BTU). ჟიურის წევრების შეფასებების საფუძველზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული სტარტაპი, რომელთაც მიენიჭათ სტარტაპ-სტატუსი. მეწარმეობის ცენტრი თითოეულ გამარჯვებულ სტარტაპთან ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე შეჯერდება მათი საჭიროებებზე და გაუწევს შესაბამის სერვისებს პარტნიორებთან ერთად.
BTU-ს ბაზაზე, ბრიტანეთის უმაღლესი რეიტინგის მქონე Henley Centre
for Entrepreneurship-თან ერთად შექმნილი მეწარმეობის ცენტრი
ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და
ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს
ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და
აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში
მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა
ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.
ცენტრის პროექტებს შორისაა BTU x EFSE პრე-აქსელერატორი, რომელიც
ქვეყნის მოწინავე ტექ სტარტაპებს ამზადებს დემო დღისთვის და 10,000
ლარიანი საპრიზო ფონდის მოპოვებისთვის; სტარტაპ ბუთქემფები და
პრეაქსელერაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გლობალური სტარტაპ
ფონდის და საერთაშორისო ენჯელ ინვესტორების ქსელის გაფართოვება; MIT-ს
ბესტსელერი წიგნის „24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“
თარგმნა და MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის განხორციელება
საქართველოში და სხვა. თითოეული დაგეგმილი და უკვე განხორციელებული
პროექტის პარალელურად, მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით შეიქმნა
ინოვაციების და ტექნოლოგიების მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც
დაკომპლექტებულია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოწინავე საერთაშორისო
კომპანიების ხელმძღვანელი რგოლით. საბჭო ყოველსემსტრულად შეიკრიბება
და განიხილავს სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის და საუნივერსიტეტო
კურიკულუმის გაძლიერებისთვის საჭირო ინიციტივებს, შრომის ბაზარზე
არსებულ მოთხოვნებს და საგანმანათლებლო პროგრამების უწყვეტი
გაუმჯობესების საკითხებს.
მეწარმეობის ცენტრი აქტიურად აორგანიზებს აქსელერატორის და პრე-აქსელერატორის პროგრამებს, როგორც დამოუკიდებლად ასევე სხვდასხვა პარტნიორებთან ერთად.
პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტარტაპის სწრაფ და ეფექტურ ზრდას და ეხმარება მათ გახდნენ სტაბილური და თვითმყოფადი ბიზნესები. პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს აქვთ წვდომა მენტორშიპზე და სხვადასხვა ტრენინგებზე.
The BTU Center for Entrepreneurship offers free programs to
startups throughout Georgia. Startup Bootcamps, trainings,
workshops, hackathons, regional research, access to finance
opportunities etc. represent only a few of the center’s activities.
Each year, Center for Entrepreneurship hosts pre-accelerators and
accelerators in collaboration with different partners.
Pre-accelerators are meant for early-stage, developing startups
that have already done some market research and created a prototype
for their product. The aim is to facilitate growth and help
startups become consistent and self-sustaining entities. In the
context of BTU's pre-accelerators, startups get access to
mentorship and training. Throughout the program, founders get the
opportunity to meet and connect with the partners of Global Startup
Fund. What’s more, they get access to BTU’s co-working space,
high-tech laboratory, research center, library and other
services.
If you're interested in registering for the upcoming pre-accelerator in spring, please fill-out this application form.
For more information please contact us at: cfe@btu.edu.ge
ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
- სტატია
Entrepreneur - ანტრეპრენერების მხარდაჭერა და
უპრეცედენტო ინიციატივა BTU-სგან
- სტატია
Ambebi - ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო
ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო
- სტატია
Marketer - რეგიონში პირველად ჩატარებული
„სტარტაპ – სტატუსის“ გამარჯვებულები ცნობილია
- სტატია
IPN - სტარტაპების ფინანსებთან
წვდომის გასამარტივებლად BTU-მ კვლევების ციკლი დაიწყო
- ვიდეო Entrepreneur