გარე მობილობის ეტაპები და ვადები
20 იანვარი 2021


2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გარე მობილობის წესით მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ:

 

ეტაპი

ვადა/თარიღი

განმარტება

I

28.01.21 – 08.02.21-ის ჩათვლით

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge

II


11.02.21 - 15.02.21-ის ჩათვლით

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში - ბტუ) საგანმანათლებლო პრო­­გრამებზე სწავ­ლის გაგრძელების მსურ­ველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტ­რონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადე­ბი­თი შედეგის სა­ფუძ­ველ­ზე მო­იპოვა 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტ­რი­სა­თვის ბტუ-ში მობილობით სწავ­ლის გაგრ­ძე­ლე­ბის უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გა­მო­ც­ხად­დეს ბტუ-ში, განცხადებით (ივ­სე­ბა ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს

(მისა­მარ­თი:
თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82;
ვებ­გვე­რდი: www.btu.edu.ge;
ელ. ფო­ს­ტა: info@btu.edu.ge
,
სა­კონ­ტ. ტელ.: (+99532) 2195015;
სამუშაო დღეები: ყო­ველ­დღე, შაბათ-კვირის გარ­და; სამუშაო საა­თე­ბი: 10:00-18:00 სთ;
პასუხისმ­გე­ბელი პირი: ნათია მიქანაძე

III

ბტუ-ში წარსადგენია (სამუშაო საა­თე­ბი: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე) შემდეგი დოკუ­მენ­ტე­ბი:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უც­ხო ქვეყნის მოქალაქე – პას­პორ­ტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წე­სით და­მო­წმებული თარგ­მანის დედანი);
  • 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღ­რი­­ხვას დაქ­ვე­­­დებარებულმა პირებმა, საქართ­ვე­ლოს მო­ქა­ლაქეებმა - სამ­ხედ­რო აღრიცხ­ვა­ზე ყოფნის დამადასტუ­რე­ბელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი. უც­ხო ქვე­­­­ნის საგანმა­ნა­თლებლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაში გა­ნა­­ლე­­ბის მიღების შემთხვევაში - განათ­ლე­ბის აღია­რე­ბის დოკუ­მენტი (ასლები);
  • უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) - ამონა­წე­რი უსდ-ში ჩარი­­­­ვის ბრძა­­ნე­ბი­­დან; ცნო­ბა სტუ­დენ­ტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შე­სახებ; ამო­ნაწერი სტუდენტის სტა­­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის/შეწყვეტის ბრძა­ნე­ბი­დან (არ­სე­ბობის შემთ­ხ­ვე­ვა­ში, სტატუსის შეწყვეტის ბრძა­ნე­ბის შე­მ­თ­ხვევაში აუცი­ლებელია სტუდენტის სტა­ტუ­სის შეწ­ყვეტის სა­ფუ­ძ­ვე­ლის მი­თი­თე­ბა); ამო­ნაწერი სა­­წა­­ლო ბა­რა­­თი­დან შესწავ­ლი­ლი სას­­წავლო კურსე­ბის/პროგრამის კომ­პო­ნენტების, შე­სა­ბა­მი­სი კრე­­დი­ტე­ბი­ს და მი­ღე­­ბუ­ლი შეფა­სე­­ბე­ბის მითითებით.

IV

არაუგვიანეს
18.02.21

  • მობილობით ბტუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენ­ტის მი­ერ უკვე მიღ­­წეული კომპე­ტენ­­ცი­ე­ბის ბტუ-ს საგან­მა­ნა­­თ­ლე­ბლო პროგ­­რა­­მა­სთან თავ­სე­ბა­დო­ბის დადგენა ბტუ-ში მო­ქმედი (კრედიტების აღია­­რე­­ბის) წესის შესაბამისად და დასა­ბუ­თებული და­­ს­კ­ვ­ნის ჩამოყა­ლი­ბება ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენო­ბის თაობაზე;
  • სტუდენტისთვის ზემოთ მითითებული დასკვნის გაცნობა (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე) ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერი­ლო­ბითი განცხა­დე­ბით თანხმობის/უარის დადასტურება (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე);
  • თანხმობის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან სასწავლო ხელშეკ­რულ­ბების გაფორმება.

V

არაუგვიანეს 26.02.21

ბტუ-ს მიერ სტუ­­­დენტ­თა მო­ბილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა.

VI

დამატებითი ინფორმაცია

ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომ­ლებ­საც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 198 კრედიტისა.

VII

ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით

საინფორმაციო ტექნოლოგიები

15

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები

10

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი

15


შენიშვნა:
ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სას­წა­ვ­ლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუ­დენ­ტის მი­ერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობი­ლო­­ბით ვერ ჩა­­­­ი­რი­ცხება სტუდენტი, რო­მ­ლის მი­მართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუ­დენ­ტის სტ­­­ტუსთან შე­­თავ­სე­ბე­ლი ქმე­­დე­­ბის ჩა­დე­ნის გამო სტა­ტუ­­სის შე­წყ­ვე­­ტის შესახებ თუ სტა­ტუსის შეწყ­ვე­ტის საფუძ­ვე­ლი შე­­თა­­სე­ბე­­ლია ბტუ-ს ში­ნა­გა­ნა­წესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვე­ვად; ბტუ-ში ჩარიც­ხუ­ლი სტუ­დენ­ტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გა­ცე­მუ­ლი (ბეჭ­დით დამოწმებული) სტუ­დენ­ტის პი­რა­ი საქმე, პირად საქ­მე­ში არ­­სე­­­ბუ­ლი დო­­კუ­მენ­ტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წე­სით დამოწ­მე­ბუ­ლი ასლი/დე­და­ნი, რომე­ლიც ჩარი­ც­ხ­­­ვა­მ­­დე იყო წარმოდ­გენილი ასლის სა­ხით.

 


 

საკონტაქტო ინფორმაცია

                         მისამართი: თბილისი 1062, ი.ჭავჭავაძის გამზირი N82           საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2195015
                         ვებგვერდი: www.btu.edu.ge                                              ელ.ფოსტა: info@btu.edu.ge
                         სამუშაო საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა                სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ

 

ბეჭდვა