ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
15 ოქტომბერი 2020

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
 

1.1. მენეჯმენტი: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;

1.2. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;

1.3. მარკეტინგი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 05 ვაკანსია.

1.4. მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია.

1.5. ეკონომიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია.

1.6. აკადემიური წერა: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია.

1.7. სამართალი (ტექნოლოგიების სამართალი): ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია.

1.8. ინფორმაციული ტექნოლოგიები:


1.8.1 პროგრამირება
პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია

აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

1. პროგრამირება (Python)

2. პროგრამირება (JVM, JXT, Spring)

3. მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android)

4. მანქანური სწავლება

5. მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები


1.8.2 ინფორმაციული უსაფრთხოება / კომპიუტერული ქსელები
პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია

აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

1. ინფორმაციული უსაფრთხოება

2. კიბერუსაფრთხოება

3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი

4. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი

1.8.3 ოპერაციული სისტემები

პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია

1. ოპერაციული სისტემა LINUX

2. ღრუბლოვანი სისტემები (AWS)

3. IOT და ჩაშენებული სისტემები

4. ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS)

5. ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით

6. კონტეინერიზაცია და Docker- ღრუბლოვან სერვისებზე (AWS)

7. მონაცემთა ბაზები (ORACLE)

8. მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA)

9. არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)  

1.8.4 ინფორმაციული სისტემები

პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია

1. კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible)

2. ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია

3. მართვის ავტომატური სისტემები - Kubernetes

4. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება 

5. მონიტორინგის სისტემები

6. სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი

7. ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები: 

1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის: 

  • პროფესორის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბა: დოქტო­რის აკა­დემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სა­მეცნიერო-პე­და­გო­გიუ­რი საქმია­ნო­ბის არა­­ნაკლებ 6 წლის გამოც­დი­ლება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის და­რგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გა­­მო­­ქ­­ვეყ­ნე­ბუ­­­ლი სამეცნიერო პუ­ბ­­ლი­კა­ცია/პუბლი­კა­ც­იე­ბი და/ან გამოცემული სამეცნიერო ნა­შ­­რო­მ(ებ)ი;
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ა: დოქტორის აკადემიური ან მას­თან გა­თა­ნა­ბ­რებული სამეცნიერო ხა­რი­სხი, სა­მეც­ნიე­რო-პედა­გო­გი­ური საქმიანობის არა­ნა­კლებ 3 წლის გა­მო­ც­დი­ლება, ბოლო 5 წლის გა­ნ­მავლობაში შე­საბამის დარ­გ­ში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზი­რებად გამოცემებში გა­­მო­­ქ­­ვეყ­ნე­ბუ­­­ლი პუბ­ლი­კა­ცია/პუ­ბ­ლი­­კა­ცი­ე­ბი და/ან გამოცემული ნა­შ­­რო­მ(ებ)ი;
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავ­ლო­ბაში გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სამეც­ნი­ერო ნაშრომები/პუბ­ლი­კაცია/პუ­ბ­­ლი­კაციები.

2. საკონკურსო მოთხოვნები პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბა: უმაღლესი გა­ნათ­ლება, უსდ-ში არა­ნაკ­ლებ 3 წლის პე­­­დაგო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის გა­მო­ც­დი­ლე­ბა, შესა­ბამის და­რ­გ­ში არანაკ­ლებ 5 წლის პროფე­სი­ული გა­მოცდი­ლება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
  • ასი­ს­ტენტ-პროფე­სო­რის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბა: უმაღლესი განათლება; შე­­სა­ბა­­მის დარ­გ­ში არა­ნაკ­ლებ 3 წლის პრო­ფე­­­სიუ­ლი გა­მო­­ც­­დი­ლება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.

3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობებისთვის შესაძლებელია პროფესიული ნიშნით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არ­ჩე­ვა, თუ აღნიშნულ პირს უდა­ს­ტუ­რ­დე­ბა სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მე­ნე­ჯე­რულ - ხელ­მძღვანელ პოზიციებზე  არანაკლებ 5 წლის მუ­შა­ობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება - საერთაშო­რისო სერ­ტი­­­ფი­ცი­რე­­ბა ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონ­კურენტ­უნა­რია­ნო­ბასა და მის მიერ სტუ­დენ­ტე­ბისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შე­საძ­­ლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრა­მით/სას­­წავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • აპლიკანტის განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მი­ხედ­ვით);
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უც­­­ხო ქვე­ყნის მო­ქა­ლა­ქეო­ბის შე­მ­თ­ხ­ვე­ვაში - პას­პორ­ტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანო­ტა­რო წე­სით და­მო­წმე­ბუ­ლი ქართულენოვანი თარგ­მა­ნი;
  • უმაღლესი განათლების დამა­და­ს­­­ტუ­რე­ბელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დოქტორის აკა­დე­მიური ან მასთან გათა­ნა­ბ­რებული სამეცნიერო ხა­რი­ს­ხის ­და­მადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონა­წი­ლეობისთვის). უც­ხო­­ეთში მიღებული განათლების/კვა­ლი­­ფი­კა­ცი­ის და­მა­­დასტუ­რე­­ბე­ლი დო­კუ­მე­ნ­­ტის შემთხ­ვე­ვა­­ში წარსადგენია უც­ხო­­ეთში მიღებული განათლების/კვა­ლი­­ფი­კა­ცი­ის  საქართველოში აღიარების დო­კუ­მენტი;
  • საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურე­ბელი დოკუმენტები/ამ­სახ­ველი ინფორმაცია. უც­ხო­­ეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დო­კუ­მე­ნ­­ტის (ცნობა, სხვ.) შემთხ­ვე­ვა­­ში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
  • ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.

 

შესარჩევი ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 16.11.2020 20.11.2020;
  • კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 23.11.2020 27.11.2020;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 30.11.2020;
  • საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 01.12.2020
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 02.12.2020 04.12.2020;
  • კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 07.12.2020 09.12.2020;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 10.12.2020;
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: არაუგვიანეს 11.12.2020.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით - ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.

დაინტერესებულ პირ­თა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.

დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი თამარ გერგაული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. საკონ­ტაქტო ტელ. +995 555228688;  ელ. ფოს­ტა: hr@btu.edu.ge