2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები
15 ივლისი 2020

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე.


ეტაპი

ვადა/თარიღი

განმარტება

I

31.07.20 – 19.08.20 (18:00 საათი)

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge

II

26.08.20 - 03.09.20-ის ჩათვლით

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში - ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი   სტუდენტი, რომელმაც სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტ­რონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადე­ბი­თი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტ­რისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივ­სე­ბა ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს

(მისა­მარ­თი: თბილისი 1062, . ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82;
ვებ­გვე­რდი: www.btu.edu.ge;
ელ. ფო­­ტა: info@btu.edu.ge,
სა­კონ­. ტელ.: (+99532)2 195 015;
სამუშაო დღეები: ყო­ველ­დღე, შაბათ-კვირის გარ­და;
სამუშაო საა­თე­ბი: 09:00-17:00 სთ;
პასუხისმ­გე­ბელი პირი: ნათია მიქანაძე

ბტუ-ში წარსადგენია (სამუშაო საა­თე­ბი: 0900 სთ-დან 1700 სთ-მდე) შემდეგი დოკუ­მენ­ტე­ბი:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უც­ხო ქვეყნის მოქალაქე – პას­პორ­ტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წე­სით და­მო­წმებული თარგ­მანის დედანი);
  • 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღ­რი­ც­ხვას დაქ­ვე­მ­­დებარებულმა პირებმა, საქართ­ვე­ლოს მო­ქა­ლაქეებმა - სამ­ხედ­რო აღრიცხ­ვა­ზე ყოფნის დამადასტუ­რე­ბელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი/მაგისტრატურა - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბ­რე­ბუ­ლი უმაღლესი განათ­ლე­ბის დამადას­ტუ­რებელი დოკუმენტის ას­ლი.     უც­ხო    ქვე­ყ­­­ნის საგანმა­ნა­თლებლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაში გა­ნა­თ­ლე­­ბის მიღების შემთხვევაში - განათ­ლე­ბის აღია­რე­ბის დოკუ­მენტი (ასლები);
  • უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) - ამონა­წე­რი უსდ-ში ჩარი­ც­ხ­­ვის ბრძა­­ნე­ბი­­დან; ცნო­ბა             სტუ­დენ­ტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შე­სახებ; ამო­ნაწერი სტუდენტის სტა­­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის/შეწყვეტის ბრძა­ნე­ბი­დან (სტატუსის შეწყვეტის ბრძა­ნე­ბის არსებობის შე­მ­თ­ხვევაში აუცი­ლებელია სტუდენტის სტა­ტუ­სის შეწ­ყვეტის სა­ფუ­ძ­ვე­ლის მი­თი­თე­ბა); ამო­ნაწერი სა­ს­წა­ვ­ლო ბა­რა­­თი­დან         შესწავ­ლი­ლი სას­­წავლო კურსე­ბის/პროგრამის კომ­პო­ნენტების, შე­სა­ბა­მი­სი კრე­­დი­ტე­ბი­ს და მი­ღე­­ბუ­ლი შეფა­სე­­ბე­ბის მითითებით;
  • მხოლოდ მაგისტრანტებისთვის: საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე B ტიპის ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი)
  • მხოლოდ მაგისტრანტებისთვის: ინგლისური ენის B1.2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

III

04.09.20

შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში მხოლოდ მაგისტრანტებისთვის.

ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B1.2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ- მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ., (TOEFL (Paper) – 477-510; TOEFL (CBT)-153-180; TOEFL (IBT)-53-64; IELTS-4.5-5.0; Cambridge Exam- PET (IELTS 4.5); CEFR- (IELTS 4.5); VEC Online Score-58-65).

05.09.20

ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება

www.btu.edu.ge

07.09.20

ინგლისური ენის გამოცდების შედეგების გასაჩივრება და საპრეტენზიო განაცხადების მიღება

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

email: info@btu.edu.ge

08.09.20

აპელაციის შედეგების გამოცხადება

www.btu.edu.ge

IV

08.09.20

გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან (მხოლოდ მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არ გადმოდიან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამაგისტრო პროგრამიდან)

09.09.20

გასაუბრების შედეგების გამოცხადება

10.09.20

გასაუბრების შედეგების გასაჩივრება

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

email: info@btu.edu.ge

11.09.20

აპელაციის შედეგების გამოცხადება

www.btu.edu.ge

 V

არაუგვიანეს 
11.09.20

  • მობილობით ბტუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენ­ტის მი­ერ უკვე მიღ­­წეული კომპე­ტენ­­ცი­­ბის ბტუ- საგან­მა­ნა­­­ლე­ბლო პროგ­­რა­­მა­სთან თავ­სე­ბა­დო­ბის დადგენა ბტუ-ში მო­ქმედი (კრედიტების აღია­­რე­­ბის) წესის შესაბამისად და დასა­ბუ­თებული და­­­­­ნის ჩამოყა­ლი­ბება ბტუ- მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენო­ბის თაობაზე;

  • სტუდენტისთვის ზემოთ მითითებული დასკვნის გაცნობა (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე) ბტუ- მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერი­ლო­ბითი განცხა­დე­ბით თანხმობის/უარის დადასტურებ (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე);

  • თანხმობის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან სასწავლო ხელშეკ­რულ­ბების გაფორმება.

VI

არაუგვიანეს 30.09.20

ბტუ- მიერ სტუ­­­დენტ­თა მო­ბილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა.

VII

დამატებითი ინფორმაცია

საბაკალავრო საფეხურზე ბტუ- საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომ­ლებ­საც ბტუ- პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 198 კრედიტისა.

სამაგისტრო საფეხურზე ბტუ- სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომ­ლებსაც ბტუ- პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 70 კრედიტისა.


VIII

ვაკანტური ადგილები მიმართულებების მიხედვით

საბაკალავრო საფეხური

სამაგისტრო საფეხური

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)

40

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები

5

ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)

15

საინფორმაციო ტექნოლოგიები

40



შენიშვნა: ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სას­წა­­ლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუ­დენ­ტის მი­ერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობი­ლო­­ბით ვერ ჩა­­­­­რი­ცხება სტუდენტი, რო­­ლის მი­მართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუ­დენ­ტის სტ­­­ტუსთან შე­­თავ­სე­ბე­ლი ქმე­­დე­­ბის ჩა­დე­ნის გამო სტა­ტუ­­სის შე­წყ­ვე­­ტის შესახებ თუ სტა­ტუსის შეწყ­ვე­ტის საფუძ­ვე­ლი შე­­თა­­სე­ბე­­ლია ბტუ- ში­ნა­გა­ნა­წესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვე­ვად; ბტუ-ში ჩარიც­ხუ­ლი სტუ­დენ­ტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს სდ- მიერ გა­ცე­მუ­ლი (ბეჭ­დით დამოწმებული) სტუ­დენ­ტის პი­რა­ საქმე, პირად საქ­მე­ში არ­­სე­­­ბუ­ლი დო­­კუ­მენ­ტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წე­სით დამოწ­მე­ბუ­ლი ასლი/დე­და­ნი, რომე­ლიც ჩარი­­­­­ვა­­­დე იყო წარმოდ­გენილი ასლის სა­ხით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

მისა­მარ­თი: თბილისი 1062, . ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82                           

სა­კონ­ტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015

ვებ­გვე­რდი: www.btu.edu.ge                                                                              

ელ. ფოს­ტა: info@btu.edu.ge

სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათკვირის გარ­და                                  

სამუშაო საა­თე­ბი: 10:00 - 18:00 სთ.