აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადები
16 აგვისტო 2019


აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებმაც 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვე სწავლის გაგრძელების უფლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, იწარმოებს 2019 წლის 5 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სარეგისტრაციო სივრცეში (მის. ი.ჭავჭავაძის 82)  10:00 – 18:00 საათებში შაბათ-კვირის გარდა.



რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სარეგისტრაციო განცხადება რექტორის სახელზე (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემხვევებში განცხადებას ავსებს და ხელს აწერს პირის კანონიერი წარმომადგენელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
  • 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ საქართველოს მოქალაქეებისთვის (დედანი და ასლი);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
  • სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე წარსადგენია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, წარსადგენია პირის დაბადების მოწმობა და სავალდებულოა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება რეგისტრაციისას. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.  

სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ.