2019-2020 სასწავლო წლისთვის BTU აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე
12 ივლისი 2019


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

  • სწავლის საფასური - 2250 ლარი წელიწადში
  • პროგრამის მოცულობა - 120 (ECTS) კრედიტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  • საერთო სამაგისტო გამოცდის (ტესტის ტიპი B) ოთხი კომპონენტიდან, გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს  B2.1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
  • ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში

*  შენიშვნა - კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე -  შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე.

კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების მიხედვით. 

საბუთების მიღება იწარმოებს 12 აგვისოტდან  ელექტრონულად ან  მატერიალური სახით მისამართზე: ი. ჭავჭავაზის გამზ. #82

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, წარსადგენი დოკუმენტების სია, შიდა საუნივერსიტეტი გამოცდები, ჩარიცხვა


იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუში


იხილეთ სპეციალობის გამოცდის ნიმუში 

სპეციალობის გამოცდისთვის რეკომენდებული ლიტერატურა:
1. ACCA F2 Management Accounting/FIA FMA Interactive Text 2018
2. ACCA F3 Financial Accounting/FIA FFA Practice & Revision Kit 2018
3. კოტლერი, ფ.; ამსტრონგი, გ. - მარკეტინგის საფუძვლები
4. Kotler, Philip; Keller, Kevin Lane - Marketing Management
5. Stephen P. Robbins, Mary Coulter, - Management
6. გარეთ რ. ჯონსი, ჯენიფერ ჯორჯი, - თანამედროვე მენეჯმენტი
7. მენქიუ, გრ. - ეკონომიკის პრინციპები