სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - ვაკანსია
04 მარტი 2019

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:


·       სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის გამართულად მუშაობის უზრინველოყოფა  და კოტროლი;

·  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ორგანიზება და სასწავლო პრო­ცესის ადმინისტრირება, სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

·      ცხრილე­ბის შედგენა, პროგრამების განმახორციელებლებთან სისტემატიური კომუნიკაცია, მათი აკადემიური დატვირთვის გაანგარიშებ და გა­ნა­წი­ლე­ბის შემოწმება, შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;

·      სასწავლო და საგამოცდო პროცესის დაგეგმა, ორგანიზება და კონტროლი. შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დამკვირ­ვებ­ლე­ბის შერჩევისა და განაწილების ორგანიზება;

·      სასწავლო პროცესის მსვლელობის სისტემატიური კონტროლი. პროცესში ჩართული ყველა მხარის კვლევა, შედეგების შეფასება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი;

·      სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით;

·      საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის, მათ შორის მობილობის, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების საორგანიზაციო და საინფორმაციო უზრუნველყოფა;

·      ერთიანი ეროვნული გამოცდების  შედეგების საფუძველზე განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძა­ნებით ჩარიცხულ პირთა ბტუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად რექ­ტო­რის ბრძანების პროექტის მომზადება და გამოცემის შემდეგ მისი ასლის განათლებისა და მეცნიე­რე­ბის სამინისტროში წარდგენა;

·      მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ერთიან აქტთან ერთად სსიპ გა­მოც­დე­ბის ეროვნულ ცენტრში და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსა­­­გე­ნი ინფორმაციის მომზადება;

·      დოქტორანტურაში ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ერთიან აქტთან ერთად სსიპ - განათლების ხა­რის­ხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;

·      საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, სტუ­დენ­ტ­­თა პირადი საქმეების დაკომპლექტება, ბტუ-ს სტუდენტთა  მონაცემთა ბაზის შექმნა;

·      ყოველთვიურად აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული სა­კონ­­­­ტაქ­ტო საათების შედარება გეგმიურთან, ფინანსური სამსახურისთვის და ფაკულტეტის დეკანის­თ­ვის ინფორმაციის გადაცემა;

·      სწავლების ყველა საფეხურის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის შემსწავლელი კომისიების დოკუ­მენ­ტაციის შემოწმება და მომზადება ბრძანებისათვის;

·      დიპლომის დანართების მომზადება, დიპლომებისა და დანართების გაცემის რეგისტრაცია;

·      სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტებთა და პროგრამების განმახორციელებელთა გან­ც­ხა­­დე­ბების განხილვა, განცხადებებზე პასუხის და მოთხოვნილი ცნობების მომზადება;

·      სტუდენტთა შიდასაუნივერსიტეტო ბაზით შეუფერხებელი სარგებლობის და ინფორმა­ცი­ის ხელმისაწვ­დო­მობის კონტროლი;

·      დადგენილ ვადებში სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ - შეფასებისა და გა­მოც­დების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

·      სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მოთხოვნილი ინფორმაციის ასახვა და რეესტრის წარმოება.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გა­მო­ც­დილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: 

info@btu.edu.ge 

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ გამოცხადებული პოზიციის დასახელება.  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი.