„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“
28 იანვარი 2019

 

სტუდენტების საყურადღებოდ!

 

საქართველოს მთავრობის  2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულების  საფუძველზე -  „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ (განთავსებულია განცხადებებში) სავალდებულოა სკოლამდელი აღზრდისა და ზოგად, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებისათვის.

 გთხოვთ,  მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე წარმოადგინოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, რომლის გაცემაც უფასოა.   აღნიშნული დოკუმენტი შეგიძლიათ გადმოგზავნოთ ქლასრუმის საშუალებით (თავისუფალი ბლანკი და ატვირთეთ ცნობა) ან უნივერსიტეტის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე info@btu.edu.ge

გაცნობებთ, რომ ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზაფხულის სემესტრისთვის შეგეზღუდებათ ქლასრუმის სისტემაზე წვდომა, შესაბამისად ვერ დარეგისტრირდებით სასწავლო კურსებზე, ხოლო 24 თებერვლამდე აცრის დამადასტურებელი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერება.