ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს
20 ნოემბერი 2018

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებო­ბე­ბის და­სა­კავებლად:

1.1. ინფორმაციული ტექნოლოგიები (ასოცირებული პროფესორი: პერსონალური კომპიუტერების არქიტექტურა - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი: პროგრამირებ (Python) - 03 ვაკანსია, კომ­პიუ­ტერული ქსელები - 03 ვაკანსია, ვებ დაპროგრამება - 03 ვაკანსია, ოპერაციული სისტემა LINUX - 03 ვაკანსია, 3D კომპიუტერული გრაფიკა / 3D მოდელირება - 03 ვაკანსია, კიბერუსაფრთხოება - 03 ვაკანსია, პერსონალური კომპიუტერის არქიტექ­ტურა - 03 ვაკანსია).

1.2. ბიზნესის ადმინისტრირება (ასისტენტ-პროფესორი: ფინანსები - 01 ვაკანსია, ოპერაციული მართვა - 01 ვაკანსია).

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბისათვის საკონკურსო მოთხოვნები:

დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (აკადე­მიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პი­რის­თვის), არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავ­ლო­ბაში გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სამეცნიერო ნაშრომები/პუბ­ლი­კა­ცია/პუ­ბ­­ლი­კაციები; შესაბამის და­რ­გ­ში არა­ნაკლებ 5 წლის პროფე­სი­ული (პრაქტიკული) გა­მოც­დი­ლება (პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პი­რის­თ­ვის), არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არა­კანლებ 3 წლის პე­დაგოგიური გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი ნაშრომი/პუბ­ლი­კა­ცია/პუ­ბ­­ლი­კაციები. კონკურსში მონაწი­ლეო­ბის მსურველებმა უნდა წარმოად­გი­ნონ ვაკანსიის შესა­ბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.

3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბისათვის საკონკურსო მოთხოვნები:

დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირის­თ­ვის), ბოლო 5 წლის განმავ­ლო­ბაში გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სამეც­ნი­ერო ნაშრომები/პუბ­ლი­კაცია/პუ­ბ­­ლი­კაციები; შესაბამის დარგში არანაკლებ 03 წლის პროფე­სი­უ­ლი (პრაქტიკული) გამოცდილება (პრო­ფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის), არა­ნაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბ­რე­ბული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი ნაშრომი/პუბ­ლი­კაცია/პუ­ბ­­ლი­კაციები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნ­და წარმოადგინონ ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.

3. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადები:

ასოცირებული პრო­ფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის (აფილირების) ვადა 03 წელი; ასისტენტ-პროფე­სორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის (აფილირების) ვადა 03 წელი;

4. კონკურსზე წარსადგენ საბუთები

· განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);

· შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უც­­­ხო ქვე­ყნის მოქალა­ქეო­ბის შე­მ­თ­ხ­ვე­ვაში - პას­პორ­ტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანო­ტა­რო წე­სით და­მო­წმებული ქართულენოვანი თარგ­მა­ნი;

· კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დოქტორის აკა­დე­მიური ან მასთან გათა­ნა­ბ­რებული სამეცნიერო ხა­რი­ს­ხის და­და­მადასტურებელი დოკუმენტი (აკადემიური მიშნით კონკურსში მონა­წი­ლეობისთვის, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკა­დე­მი­უ­რი ხარი­სხის დამა­და­ს­­­ტუ­რე­ბელი დოკუმენტი (პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწი­ლეო­ბის­თვის); საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურე­ბელი/ამ­სახ­ველი ინფორმაცია; უც­ხო­­ეთში მიღებული განათლების/კვა­ლი­­ფი­კა­ცი­ის და­მა­­დასტუ­რე­­ბე­ლი დო­კუ­მე­ნ­­ტის შემთხ­ვე­ვა­­ში - ასევე, წარსადგენია უც­ხო­ე­თში მიღებული განათ­ლე­ბის/კვა­­ლი­ფი­კაციის
საქართველოში აღიარების დო­კუ­მენტი;

· ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.

 

5. კონკურსთან დაკავშირებული ვადები:

 

· საკონკურსიო საბუთების მიღება: 24.12. - 28.12.2018;

· კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 03.01-04.01, 08.01-11.01.2019;

· კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 14.01.2019;

· კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 15.01. - 18.01.2019;

· კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 21.01 - 25.01.2019;

· კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 28.01. - 31.01.2019;

· კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 01.02.2019;

· კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება: 04.02. - 05.027.2019;

· საპრეტენზიო განცხადებების განხილვა: 06.02. - 08.02.2019;

· კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 11.02.2019 (კონკურსის წინას­წა­რი შედეგები მიჩნეულ იქნება კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივ­რე­ბა);


საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელ.ფორმით - ბტუ-ს ელ.ფოსტაზე info@btu.edu.ge 2018 წლის 24 დეკემბრიდან - 28 დეკემბრის ჩათვლით.


დაინტერესებულ პირ­თა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე; საკონტაქტო პირი ე. ბახტაძე, კანცელარიის სამსახურის უფროსი. საკონ­ტაქტო ტელ. +995 322308055; ელ. ფოს­ტა: info@btu.edu.ge;




აკადემიური კონკურსის შესახებ
სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასება
სწავლებისა და კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება
კონკურსანტის შეფასება