გადამზადების კურსი: ღრუბლოვანი სერვისების გამოყენება
08 ივნისი 2021
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების - HEIn4 პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს და DevOps-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს საჩუქრად სთავაზობს გადამზადების კურსს: ღრუბლოვანი სერვისების გამოყენება.

კურსს გაუძღვება: პროფ. მიხეილ ქანთარია
დამსწრეთა რაოდენობა: 20
დაწყების თარიღი: 12 ივნისი, 2021
სალექციო საათები: 20:00-22:00
ხანგრძლივობა: 7 შეხვედრა 
 
დაინტერესებული პირები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ბმულის საშუალებით არაუგვიანეს ა/წ 9 ივნისის 17:00 საათისა.


alt