BTU-მ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციასთან ერთად მაგისტრატურის სტუდენტები გადაამზადა
02 ივნისი 2021

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 3 თვის განმავლობაში BTU-ს სტუდენტები გადამზადნენ "ელექტრონულიკომერციის ადმინისტრირების" მიმართულებით.

კურსის ფარგლებში MBA-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა 12 ლექცია, მოწვეული სპიკერების მიერ, რომლებიც უკვე წლებია ამ სფეროში მოღვაწეობენ და არაერთი წარმატებული პროექტის სათავეში დგანან. პროექტში ასევე პირველი ლექციიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები ასოციაციის დამფუძნებლები - ნათია ნინიკელაშვილი, მაია ხელაძე და გიორგი ორაგველიძე.

პროექტი მიზანად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ელექტრონული კომერციის მიმართულებით: კერძოდ, რა მოთხოვნები და ტენდენციები არსებობს ამ სფეროში, რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ შექმნან და ჩამოყალიბონ მარკეტინგული და საკომუნუკაციო სტრატეგიები ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატებულად დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიზნით.

კურსი მოიცავდა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებას, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დარგის სპეციალისტების გამოცდილებაზე, რეალურ მაგალითებსა და სიტუაციებზე დაყრდნობით. კურსის ფარგლებში აეწყო ვებგვერდი, სტუდენტებმა გაუშვეს თავიანთი ინტერნეტმაღაზიები და შეიძინეს ყველა ის საჭირო უნარ-ჩვევა, რაც ელექტრონული კომერციის ბიზნესის სამართვადაა მნიშვნელოვანი.

ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება და მალე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვან წილს დაიკავებს ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებში. ამიტომაც, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია აქტიურად ცდილობს ამ მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტების ინფორმირებას, ცოდნის გავრცელებასა და ცნობიერებისამაღლებას, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მიმართულებით