გიორგი იაშვილის ვორქშოფი: კიბერუსაფრთხო ინტერნეტი
18 მარტი 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში / 17 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოფი: "კიბერუსაფრთხო ინტერნეტი" გაიმართა

ღონისძიების სამიზნე ჯგუფი გახლდათ სკოლის მოსწავლეები/აბიტურიენტები.

შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი გიორგი იაშვილი.

61 რეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან ღონისძიებას ფიზიკურად 47 მათგანი დაესწრო.

PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება  მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში  მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. 


alt