რეგიონალური ვორქშოფი, როგორ შევქმნა სტარტაპი
31 მარტი 2021
ბრიტანეთის საბჭოს პროექტ შემოქმედებითი ნაპერწკალის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით რეგიონალური ტრენინგების სერიას აგრძელებს. 

19 აპრილს თელავში ახალგაზრდებთან ჩატარდება რამდენიმე ვორქშოფი, მეწარმეობის მიმართულებით, თემაზე: როგორ შევქმნა სტარტაპი.

პროექტის მიზანია მეწარმეობის/ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისება და ამ კუთხით ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობა. 
 
ტრენინგი ჩატარდება 19 აპრილს, 11:00 საათზე და 19 აპრილს 11:00 საათზე. 
 
ტრენინგს გაუძღვება BTU-ს მეწარმეობის კურსის ლექტორი თამთა გველესიანი.  
 
გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე
შეხვედრის ბმულს მიიღებთ აპლიკაციაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.