BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის
27 ოქტომბერი 2020

მა­თე­მა­ტი­კის ახა­ლი ოლიმ­პი­ა­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის BTU-სა და მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. ოლიმ­პი­ა­და სამ ეტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წი­ნას­წარ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ. პირ­ვე­ლი ეტაპ­ზე ამო­ცა­ნე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ონ­ლა­ინ და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ იმუ­შა­ონ აღ­ნიშ­ნულ ამო­ცა­ნებ­ზე. მე­ო­რე ეტაპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ პირ­ვე­ლი ეტა­პის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ფი­ნალ­ში კი 9 აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა 3 ეტაპად ჩატარდება და გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან:

პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.

პირველი ეტაპი ჩატარდება - 17 თებერვალი, 2021 წელი
მეორე ეტაპი ჩატარდება - 18 მარტი, 2021 წელი
მესამე ეტაპი ჩატარდება - 12 მაისი, 2021 წელი

სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის და­ვით ნატ­როშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ოლიმ­პა­და მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და კვლე­ვი­თი უნარ–თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს.

„მა­თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იწყე­ბა სა­შუ­ა­ლო სკო­ლის კედ­ლებ­ში ისე­თი ამო­ცა­ნე­ბის გან­ხილ­ვით, რო­მელ­თა ამოხ­სნაც არას­ტან­დარ­ტუ­ლია და მო­ი­თხოვს მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბის ღრმა ცოდ­ნა­სა და ლო­გი­კურ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას. ასე­თი ამო­ცა­ნე­ბის ნუს­ხა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­აზ­რე­ბა სა­ო­ლიმ­პი­ა­დო ამო­ცა­ნე­ბიც. მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და კვლე­ვი­თი უნარ-თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ფუძ­ვლად. ის ხელს უწყობს: ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბას, მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და გარღმა­ვე­ბას, ასე­ვე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირს ფრი­ად ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ მოვ­ლე­ნად მი­აჩ­ნია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ოლიმ­პი­ა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც უკვე ტრა­დი­ცი­ად ყა­ლიბ­დე­ბა. გვწამს, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა უდი­დეს ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს მოს­წავ­ლე­თა ფარ­თო წრე­ში და ხელს შე­უ­წყობს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის წარ­მო­ჩე­ნას,“ – გან­მარ­ტავს და­ვით ნატ­როშ­ვი­ლი.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მა­თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თვის. აბი­ტუ­რი­ენ­ტი­სათ­ვის ეს არის მო­ტი­ვა­ცია, რომ ის­წავ­ლონ და მო­ახ­დი­ნონ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა, გა­იღ­რმა­ვონ სხვა­დას­ხვა უნა­რე­ბი, ასე­ვე მი­ი­ღონ საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრი­ზი. ოლიმ­პი­ა­და ხელს უწყობს მა­თე­მა­ტი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ოლიმ­პი­ა­და, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის. ასე­თი სა­ხის კონ­კურ­სე­ბით პე­და­გო­გე­ბი დი­დად არ არი­ან გა­ნებ­რივ­რე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. მად­ლო­ბას ვუხ­დი BTU-ს, ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გუნდს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­მა­ვალ ოლიმ­პი­ა­დებ­ზე,“ – აცხა­დებს ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ივა­ნე კვი­ტაშ­ვი­ლი.

ოლიმ­პი­ა­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შო­რის და მათ მა­თე­მა­ტი­კის უკეთ სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს. BTU-ს ინი­ცი­ა­ტი­ვებ­სა და ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ამო­ცა­ნებს პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის მენ­ტო­რი დი­მიტ­რი არა­ბი­ძე.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და ჩემ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. გა­სულ სას­წავ­ლო წელს იგი კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბით ჩა­ტარ­და. ვფიქ­რობ, ყვე­ლა მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცი­ას უმაღ­ლებს და კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში აძ­ლევს თა­ვი­ან­თი ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მათ­თვის სა­მო­მავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ პრი­ზებ­საც იღე­ბენ. ხაზ­გა­სას­მე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად უფა­სოა, რაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს,“ – აცხა­დებს დი­მიტ­რი არა­ბი­ძე.

ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ბმულ­ზე