ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო
20 ოქტომბერი 2020

პირ­ვე­ლი სტარ­ტაპ სტა­ტუ­სი ქვე­ყა­ნა­ში, MIT-ს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლაბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნი MIT-ში შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი მე­წარ­მე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად, მე­წარ­მე­თა ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად ინი­ცი­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი, პარტნი­ო­რო­ბა ბრი­ტა­ნე­თის სა­მეც­ნი­ე­რო პარკთან, ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის­თან და ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი და პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის - ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0 BTU-ში სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­ი­წყო.

BTU-ს მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი იმუ­შა­ვებს. რო­გორც მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ მათ მიერ და­გეგ­მი­ლი და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბის მი­ზა­ნია, გა­ი­ზარ­დოს მე­წარ­მე­თა გან­ვი­თა­რე­ბის და ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ტარ­დეს კვლე­ვე­ბი, ხელი შე­ე­წყოს ეკო­სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, გაღ­რმავ­დეს კერ­ძო, სა­ჯა­რო და აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ებს შო­რის დის­კუ­სია, ინი­ცი­რე­ბა გა­უ­კეთ­დეს ქვე­ყა­ნა­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ცვლი­ლე­ბებს და ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბას.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მი­სი­ას ქარ­თუ­ლი სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რა და გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამ მი­სი­ის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის მოქ­მე­დებს უნი­ვერ­სტეტ­ში მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი რო­გო­რი­ცაა სტარ­ტაპ-სტა­ტუ­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, პრე-აქ­სე­ლე­რა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის­თის, სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გე­ბი თბი­ლის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში, კვლე­ვე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თარ­გმნა და ა.შ. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად გვსურს გავ­ზარ­დოთ ინ­ტე­რე­სი მე­წარ­მე­ო­ბის მი­მართ, გა­ვა­ზი­ა­როთ სხვა­დას­ხვა რე­სურ­სე­ბი, შევ­ქმნათ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იდე­ე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად და და­სახ­ვე­წად, გა­ვაღ­რმა­ოთ კერ­ძო, სა­ჯა­რო და აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ებს შო­რის დის­კუ­სია, და ინი­ცი­რე­ბა გა­ვუ­კე­თოთ ქვე­ყა­ნა­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ცვლი­ლე­ბებს,“ – გან­მარ­ტავს სა­მე­წარ­მეო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე.

BTU პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია რე­გი­ონ­ში, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტებს სტარ­ტაპ სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ისარ­გებ­ლონ სხვა­დას­ხვა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, მათ შო­რის: ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბით, მარ­კე­ტინ­გუ­ლი სერ­ვი­სე­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბით, ფი­ნან­სებ­თან წვდო­მა­ში მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცით, მენ­ტო­რინ­გით და სხვა. სტარ­ტაპ-სტა­ტუ­სის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ორ ეტა­პად ჩა­ტარ­და: აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი (ე.წ. pitch) ჟი­უ­რის წი­ნა­შე. ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის იყ­ვნენ: საფ­რან­გე­თის ელჩი დი­ე­გო კო­ლა­სი, ენ­დრიუ გოდ­ლი (Henley Business School), პედ­რო ვი­ე­რა (500 Startups Georgia), და­ვით ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი (Microsoft), ეალ ბა­რო­ზი (Webiz), გი­ორ­გი ჩუ­გოშ­ვი­ლი (Phubber), ავ­თან­დილ კას­რა­ძე (GITA), ანა ლომ­თა­ძე (BTU). ჟი­უ­რის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი, რო­მელ­თაც მი­ე­ნი­ჭათ სტარ­ტაპ-სტა­ტუ­სი. მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი თი­თო­ე­ულ გა­მარ­ჯვე­ბულ სტარ­ტა­პთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ჯერ­დე­ბა მათი სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და გა­უ­წევს შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

BTU-ს ბა­ზა­ზე, ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლე­სი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე Henley Centre for Entrepreneurship-თან ერ­თად შექ­მნი­ლი მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ცენ­ტრის მი­ზა­ნია გა­ზარ­დოს მე­წარ­მე­თა გან­ვი­თა­რე­ბის და ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ა­ტა­როს კვლე­ვე­ბი, ხელი შე­უ­წყოს ეკო­სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, გა­აღ­რმა­ოს კერ­ძო, სა­ჯა­რო და აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ებს შო­რის დის­კუ­სია, ინი­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თოს ქვე­ყა­ნა­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ცვლი­ლე­ბებს და ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბას. ცენ­ტრის პრო­ექ­ტებს შო­რი­საა BTU x EFSE პრე-აქ­სე­ლე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე ტექ სტარ­ტა­პებს ამ­ზა­დებს დემო დღის­თვის და 10,000 ლა­რი­ა­ნი საპ­რი­ზო ფონ­დის მო­პო­ვე­ბის­თვის; სტარ­ტაპ ბუთ­ქემ­ფე­ბი და პრე­აქ­სე­ლე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ვე­ბა; MIT-ს ბესტსე­ლე­რი წიგ­ნის „24 ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის შე­საქ­მნე­ლად“ თარ­გმნა და MIT-ს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა.

თი­თო­ე­უ­ლი და­გეგ­მი­ლი და უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი საბ­ჭო, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრი­ის მო­წი­ნა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი რგო­ლით. საბ­ჭო ყო­ველ­სემსტრუ­ლად შე­იკ­რი­ბე­ბა და გა­ნი­ხი­ლავს სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რის­თვის და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კუ­რი­კუ­ლუ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინი­ცი­ტი­ვებს, შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებს და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის უწყვე­ტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კი­თხებს.