კოდინგის სკოლა ქალებისთვის აცხადებს მიღებას 6 თვიან გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის
29 სექტემბერი 2020

კოდინგის სკოლა ქალებისთვის აცხადებს მიღებას 6 თვიან გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება სოციალური პროექტი სახელწოდებით “კოდინგის სკოლა ქალებისთვის’’. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებას, ყველა რეგიონში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის ზრდას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, მათი ცოდნის გაღრმავებას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, სასწავლო კურსი სრულად დაფინანსდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან: დინამიური ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას, პროგრამირების ენა HTML & CSS, Javascript ES6, Angular & Typescript.


სარეგისტრაციო ფორმა


მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:



აუცილებელია
:

  • ასაკი 18 წლიდან, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
  • კოდინგის სკოლაში მონაწილეობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნობრივი სურვილი.

 

სასურველია:

  • კანდიდატს ჰქონდეს ელემენტარული შემხებლობა და გამოცდილება პროგრამული ენების (HTML;CSS;JAVASRCIPT) ნაწილში.

ტექნიკური ნაწილი:

  • შერჩევის ვადები: 2020 წლის 30 სექტემბერი - 2020 წლის 14 ოქტომბერი.
  • კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე (კვირაში 3-ჯერ; 2 საათი).
  • კურსის დაწყების თარიღი: 2020 წლის 20 ოქტომბერი.
  • კურსის დასრულების თარიღი: 2021 წლის 22 მარტი.
  • სწავლების ფორმატი: დისტანციური-ჰიბრიდული მოდელი (BTU-ში გაიმართება 5 ფიზიკური შეხვედრა).



კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:

career@btu.edu.ge
mariam.shoshiashvili@btu.edu.ge