წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 4 წლისაა
16 სექტემბერი 2020
alt
4000 სტუდენტი, 6 საგანმათლებლო პროგრამა, 150-ზე მეტი მსხვილი ადგილობივი და საერთაშორისო პარტნიორი, 70-ზე მეტი ინოვაციური სტუდენტური სტარტაპი, თანამშრომლობა 40-მდე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის, რეგიონში პირველად: MIT, Les Roches, Henley Business School, Webster University, Paris Business School, Citadel Military College. სწავლების აღიარებული სტანდარტები და კურსების საერთაშორისო სერტიფიცირება ბრიტანეთის სამეცნიერო პარკთან პარტნიორობით დაფუძნებული მეწარმეობის ცენტრი 2000-მდე ბენეფიციარით, ბიზნეს კლინიკა და გლობალური სტარტაპ ფონდი, რეგიონში პირველად - MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის გადამზადების პროგრამა სრული დაფინანსებით, ვებსტერის პირველი რეგიონალური კამპუსი, ESx.ge - ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, აღიარება საერთაშორისო სტარტაპ კონკურსებში, კოდინგის სკოლა ქალებისთვის, ხელოვნური ინტელექტის და კიბერ-უსაფრთხოების ლაბორატორიები, ტექნოლოგიური ფესტივალები, ჰაკათონები, დასაქმების ფორუმები, ოლიმპიადები - ეს მხოლოდ  ნაწილია იმ წარმატებული შედეგებისა, რასაც  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 4 წლის განმავლობაში მიაღწია.

იხილეთ უნივერსიტეტის მიღწევების შესახებ, ვრცლად სტატიაში - Ambebi.ge


alt


BTU- მიღწვებისა და სამომავლო გეგმების,ინიციატივა 5.0-ის შესახებ პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის სასტუმრო სტამბაში 11 სექტემბერს გაიმართა. მიღწეულ შედეგებთან ერთად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა და რექტორმა, ნინო ენუქიძემ მოწვეულ სტუმრებს, - საერთაშორისო, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის ინიციატივები და ინოვაციური პროექტები გააცნეს, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

BTU- ინიციატივა 5.0 საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU მასშტაბურ პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში განახორციელებს, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მწვანე ტექნოლოგიები, კულტურის, მედიის ტექნოლოგიები და სხვ.

იხილეთ ინიციატივები ბმულზე

იხილეთ ინიციატივა 5.0 - ის შესახებ სტატიები:



alt
ცოდნის
ბანკი
- მასშტაბური პლატფორმა, რომელსაც BTU თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს, ციფრულ სივრცეს, სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას წარმოადგენს და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები, და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით. ცოდნის ბანკი აშშ- სილიკონ ველიში შექმნილი სამუშაო აპლიკაცია Notion-ის პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. აპლიკაციას 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

იხილეთ ცოდნის ბანკის ვიდეო

იხილეთ ცოდნის ბანკის შესახებ სტატია


იხილეთ ღონისძიების სურათები

იხილეთ ღონისძიების შესახებ სიუჟეტი

იხილეთ ღონისძიების შესახებ სტატიები: