აბიტურიენტთა საყურადღებოდ
10 სექტემბერი 2020

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები

აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2020 წლის 06 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად.

იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოიპოვს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:


პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია 

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე
იხილეთ აბიტურიენტთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია


რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი: 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასლი - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ საქართველოს მოქალაქეებისთვის (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე წარსადგენია/ასატვირთია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასატვირთია პირის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მეორე ეტაპი - სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა 

სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება ელექტრონულად, ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ.

პირველი წლის სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებამდე არაუგვიანეს სამი დღით ადრე სრულად.

2020-2021 სასწავლო წლის პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა  არის 25  სექტემბრის 18:00 საათი.

სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის შემდეგ სტუდენტები 26 სექტემბერს BTU CLASSROOM-ში დაინახავენ ცხრილს. 

BTU CLASSROOM-ში შესასვლელი 
მომხმარებლის სახელს და პაროლს აბიტურიენტი ნახავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლოს, მიმაგრებულ PDF დოკუმენტში. 


მესამე ეტაპი - სასწავლო პროცესის დაწყება

პირველკურსელთათვის სასწავლო პროცესი დაიწყება 28 სექტემბერს.

სასწავლო პროცესი განხორციელდება სრულად დისტანციურად. ელექტრონული სწავლების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად 24 და 25 სექტემბერს. კონკრეტულ დროს აბიტურიენტი ნახავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლოს, მიმაგრებულ PDF დოკუმენტში.

სტუდენტებს ვთხოვთ, უმოკლეს ვადაში გვაცნობონ ინდივიდუალური საჭიროებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დროულად დავგეგმოთ და ავამოქმედოთ შესაბამისი მექანიზმები. 


დამატებითი ინფორმაცია


საფასურის გადახდა 


სტუდენტები, რომლებიც 25 სექტემბრის ვადაში არ გადახდიან სწავლის საფასურს, ვერ შეძლებენ BTU CLASSROOM-ში შესვლას, სასწავლო ცხრილის ნახვას 26 სექტემბერს და სასწავლო პროცესში ჩართვას 28 სექტემბრიდან.

სტუდენტებს, რომლებიც 12 ოქტომბრამდე არ გადაიხდიან სწავლის საფასურს შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი, რომელიც რეგულაციების მიხედვით, იგივე სემესტრში აღდგენას არ ექვემდებარება.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგი ბანკების ონლაინ მომსახურებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით: თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, პაშა ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.

გადახდა ხორციელდება შემდეგი პროცედურით: კომუნალური გადახდები > განათლება > ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივრესიტეტი > სტუდენტის პირადი ნომერი > თანხის დაფიქსირება > გადახდა.

აღნიშნული მეთოდით, თანხა სტუდენტის საუნივერსიტეტო ბალანსზე აისახება მომენტალურად. მნიშვნელოვანია, გადახდის მომენტში ყურადღება მიაქციოთ ბანკის საკომისიოს, რომელსაც ყველა ბანკი თავად აწესებს. იმ შემთხვევაში თუ გადახდას განახორციელებთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი

მიმღების დასახელება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივევერისტეტი
ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE17PC0133600100066077 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი, საქართველო
ბანკის კოდი MIBGGE22

გაითვალისწინეთ, რომ საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადარიცხვის შემთხვევაში, თანხა სისტემაში აისახება რამდენიმე დღის შემდეგ.


საფასურის გაყოფა 

სწავლის წლიური საფასურის ორ ნაწილად გაყოფა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე, მიზეზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. განცხადება აბიტურიენტმა უნდა გადმოგზავნოს BTU CLASSROOM-ის სისტემიდან (ელექტრონული რეგისტრაციის და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ). ამავე სისტემაში იხილავს აბიტურიენტი მის განცხადებაზე პასუხს 5 სამუშაო დღეში (გაითვალისწინეთ, რომ თანხის გაყოფაზე განცხადების მიღება ხდება 20 სექტემბრის ჩათვლით).

საფასურის განაწილების საფუძველი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული შემთხვევები ან სხვა სახის მიზეზი, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს რელევანტურად.

N

მიზეზი

დამადასტურებელი დოკუმენტის სახე

1

დაბალი შემოსავალი

მშობლის ან სტუდენტის სახელფასო ცნობა

2

შემოსავლის არ ქონა

ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან

3

მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა

დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობები

4

სოციალურად დაუცველის სტატუსი

დამადასტურებელი საბუთი

5

დევნილის სტატუსი

დამადასტურებელი საბუთი

6

ჯანმრთელობის პრობლემები

ფორმა 100

7

მარჩენალის დაკარგვა

გარდაცვალების ცნობა

8

საბანკო ვალდებულებები

ამონაწერი ბანკიდან

9

ორი ან მეტი სტუდენტი ოჯახში

სტუდენტობის დამდასტურებელი ცნობა



საკონტაქტო ინფორმაცია


მისა­მარ­თი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამ­ზი­რი №82                           

სა­კონ­ტაქტო ტელ.:  (+99532) 2 195 015

ვებ­გვე­რდი: www.btu.edu.ge                                                                            

ელ.ფოს­ტა: info@btu.edu.ge

სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარ­და                                  

სამუშაო საა­თე­ბი: 10:00 - 18:00 სთ.