BTU-ს წარდგენილი სტარტაპი საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა
31 ივლისი 2020

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის მიერ წარ­დგე­ნილ­მა სტარ­ტაპ­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ი­მარ­ჯვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბრში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას!

ნული ნარ­ჩე­ნი (zero waste) - ეს არის ფი­ლო­სო­ფია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს რე­სურ­სე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის გარ­დაქ­მნას ისე, რომ თით­ქმის ნუ­ლამ­დე იქ­ნას ნარ­ჩე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა დაყ­ვა­ნი­ლი.

ნული ნარ­ჩე­ნის კონ­ცეფ­ცია კი უდევს სა­ფუძ­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში „ზერო ეფექ­ტი“ სივ­რცის შექ­მნას. ეს არის მა­ღა­ზია, რომ­ლის სივ­რცე­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პლასტმა­სას­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი. მი­ზა­ნი კი ნარ­ჩე­ნის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნაა.

სწო­რედ ეს იდეა და პრო­ექ­ტი გახ­და წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ კონ­კურ­სის Big Idea Challenge-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

რო­გორც სტარ­ტა­პის ერთ–ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ანნა ჩხო­ი­ძე გან­მარ­ტავს, „ზერო ეფექ­ტი“ - სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ნული ნარ­ჩე­ნის კონ­ცეფ­ცი­ის სივ­რცეა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თე­ლო­შიც მი­ე­ცეთ მა­ცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ამ­ცი­რონ ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე, გა­ეც­ნონ ნული ნარ­ჩე­ნით ცხოვ­რე­ბის სტილ­სა და პლასტმა­სას გა­რე­მოს­თან მე­გობ­რულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს.

„დღეს, კონ­სი­უ­მე­რიზ­მის ეპო­ქა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიხ­მართ უამ­რავ ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, პლასტმა­სას­გან დამ­ზა­დე­ბულ ნივთს, რო­მე­ლიც ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ნა­გავ­საყ­რელ­ზე, ნი­ა­დაგ­ში, ოკე­ა­ნე­ში, შემ­დეგ კი ცხო­ვე­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ნული ნარ­ჩე­ნის მიღ­წე­ვა რე­ა­ლის­ტუ­რი და მიღ­წე­ვა­დია. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერთი ნა­ბი­ჯი და ერთი არ­ჩე­ვა­ნიც გა­დამ­წყვე­ტი და შე­დე­გის მომ­ტა­ნია,“ – აღ­ნიშ­ნავს სტარ­ტა­პის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თაკო ბა­რა­მი­ძე.

სწო­რედ ეს მე­ტად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნის მქო­ნე სტარ­ტა­პი გახ­და კონ­კურ­სის Big Idea Challenge-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ის კი­დევ 6 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს. კონ­კურ­სზე სტარ­ტა­პი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­დნენ. კონ­კურ­სში სა­ერ­თო ჯამ­ში ჩარ­თუ­ლია 7 ქვე­ყა­ნა: სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, უკ­რა­ი­ნა და უზ­ბე­კე­თი. ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პროგ­რა­მა „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ ფარ­გლებ­ში Big Idea Challenge-ის კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა.

"კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტეთ.ამ ეტპ­ზე იგეგ­მე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა, შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ასე­ვე ნული ნარ­ჩე­ნის კო­მუ­ნას გაძ­ლი­ე­რე­ბა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ზო­გა­დად, ჩვე­ნი მი­ზა­ნია გავ­ზარ­დოთ ინ­ტე­რე­სი ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­რე­მოს დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე. ჩვენს ეპო­ქა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიხ­მართ უამ­რავ ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, პლასტმა­სის, არა­სა­ჭი­რო ნივთს, რო­მე­ლიც ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ნა­გავ­საყ­რელ­ზე, ნი­ა­დაგ­ში,ოკე­ა­ნე­ში, შემ­დეგ კი ცხო­ვე­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა. ზერო ეფექ­ტის სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზია სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს პლასტმა­სას და სხვა ერთჯე­რა­დი ნივ­თე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს, და­წყე­ბუ­ლი ლან­ჩის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სივ­რცე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა პრო­დუქ­ტი იყოს ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. ვცდი­ლობთ წა­ვა­ხა­ლი­სოთ მე­წარ­მე­ე­ბი აკე­თონ ეკო-მე­გობ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, „ზერო ეფექ­ტი“ ყო­ველ კვი­რას მას­პინ­ძლობს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას და აქ­ტი­ვო­ბას: თე­მა­ტუ­რი ფილ­მის ჩვე­ნე­ბე­ბი, ლექ­ცი­ე­ბი გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ტი­კა­ზე, ტან­საც­მლის გაც­ვლე­ბი და ა.შ,“ – გან­მარ­ტავს ანნი ჩხო­ი­ძე.

სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟი­უ­რის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა და კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა. ამ­ჯე­რად კი სა­ე­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.

„გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი გვაქვს ფი­ნა­ლის. ასე­ვე, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც პრო­ცეს­ში შე­ვი­ძი­ნეთ და რა­საც სა­ერ­თა­სო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლით მი­ვი­ღებთ. ამ ეტა­ზე ჩვენს კომ­პა­ნი­ას მეტი გან­ვი­თა­რე­ბა და უკე­თე­სი კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბა. ამა­ში კი კონ­კურ­სი გვეხ­მა­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­ვუშ­ვით ვებგ­ვერ­დი, რო­მე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­ხა­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. შემ­დეგ ეტაპ­ზე ვფიქ­რობთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნას. ასე­ვე გვინ­და გავ­ხდეთ გლო­ბა­ლუ­რი ნული ნარ­ჩე­ნის მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის,“ – და­ა­მა­ტა თაკო ბა­რა­მი­ძემ.

კომ­პა­ნია ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­ებს აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას და­ამ­ზა­დონ გა­რე­მოს­თან მე­გობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია, შემ­დეგ კი გა­ნა­თავ­სონ ზერო ეფექ­ტის სივ­რცე­ში.

„ჩვენ გვჯე­რა ადა­მი­ა­ნის და ბუ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და იმის, რომ ჩვე­ნი გავ­ლე­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უნდა იყოს გა­რე­მო­ზე. ჩვენ ასე­ვე გვჯე­რა, რომ მო­მა­ვა­ლი არის მწვა­ნე და არა პლასტმა­სას,“ – აღ­ნიშ­ნა­ვენ სტარ­ტა­პე­რე­ბი.