ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის
21 ივლისი 2020

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრუ­ლი­ად მე­ნე­ჯმენ­ტის ახალი სას­წავ­ლო მო­დუ­ლი – ინ­დუსტრია 4.0 იქ­მნე­ბა. სას­წავ­ლო მო­დუ­ლის შე­საქ­მნე­ლად ბელ­გი­უ­რი, შვე­დუ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და სხვა წამ­ყვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვე­რი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მე­ნე­ჯმენ­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის­თვის ახა­ლი მო­დუ­ლის შექ­მნა მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. მო­დუ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა ინ­დუსტრია 4.0 სწო­რედ მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის აღმნიშ­ვნე­ლია.

„მო­დუ­ლის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბა და სა­ჭი­რო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­წყო­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მო­ე­წყო­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სივ­რცე, სა­დაც მე­ნე­ჯე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით ის­წავ­ლე­ბა,“ – აცხა­დე­ბენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი:

· ჩა­ა­ტა­რებს კვლე­ვას და მო­ამ­ზა­დებს ან­გა­რიშს პარტნი­ო­რი ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სას­წავ­ლო მე­თო­დო­ლო­გი­ებ­სა და კუ­რი­კუ­ლუმ­ზე;

· გა­და­ამ­ზა­დებს/და­ატ­რე­ნინ­გებს კად­რებს მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

· ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნის ახალ სას­წავ­ლო მო­დულს მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის (Industry 4.0 Business Management);

· შექ­მნის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მო­დუ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად;

· გა­ნა­ვი­თა­რებს ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ერ­თე­უ­ლებს.

ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მის ფარ­გლებ­ში, შე­სა­ბა­მი­სი მო­დუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ინ­დუსტრი­ე­ბის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ერ­თვე­ბი­ან ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და კორ­პო­რა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ლუ­ვე­ნის კა­თო­ლი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბელ­გია; პორ­ტოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, პორ­ტუ­გა­ლია; სტოკ­ჰოლ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტი, შვე­დე­თი; გენ­ტის ვოლ­ვოს ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ბელ­გია და სხვა.



alt

იხილეთ სტატია