BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესს გაამარტივებს
20 ივლისი 2020

ფრი­ლან­სინ­გი ანუ და­საქ­მე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­რო­ბე­ბით წლი­დან წლამ­დე უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. 2020 წელი კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან კო­ვიდ19–ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან ბევრ კომ­პა­ნი­ას საქ­მი­ა­ნო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა მო­უ­წია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა ფრი­ლანს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზეც.

ეს ტენ­დენ­ცია აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­ტი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა ალექ­სან­დრე თავ­ხე­ლი­ძემ მე­გობ­რებ­თან ერ­თად შექ­მნა ქარ­თუ­ლი ფრი­ლან­სე­რუ­ლი პლატ­ფორ­მა Wempler, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან დამ­საქ­მე­ბელ­სა და ვა­კან­ტორს აკავ­ში­რებს. აპ­ლი­კა­ცი­ის / სა­ი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ე­რი უნა­რე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი კად­რი­სა თუ სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა შე­ეძ­ლე­ბა. სა­იტ­ზე / აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მომ­ხმა­რე­ბელს აქვს სა­კუ­თა­რი პრო­ფი­ლი, სა­დაც გა­მოკ­ვე­თი­ლია მისი უნა­რე­ბის და Skill -ების ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რე­ი­ტინ­გი, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და სა­სურ­ვე­ლი სა­მუ­შა­ოს ტიპი.

რო­გორც თავ­ხე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, კომ­პა­ნი­ის მი­სი­აა და­საქ­მე­ბა და ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მარ­ტი­ვი გახ­დეს და ახალ­გაზ­რდებს და­საქ­მე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეთ.

 

„მსგავ­სი სა­ი­ტი/აპ­ლი­კა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არ არ­სე­ბობს. პრო­ექ­ტი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა უპირ­ვე­ლე­სად იმით, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ა­საქ­მებს, რომ­ლებ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, არ გა­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ უნა­რე­ბი­სა თუ ნი­ჭის დამ­სა­ხუ­რე­ბით შე­უძ­ლი­ათ გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა. ჩვენ გვინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მათი და­უ­ფა­სე­ბე­ლი უნა­რე­ბი­სა და ნი­ჭის ხარ­ჯზე იშო­ვონ ის ყო­ველ­დღი­უ­რი ფული, რო­მე­ლიც კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით სტუ­დენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70 პრო­ცენტს სჭირ­დე­ბა,“ – გან­მარ­ტავს თავ­ხე­ლი­ძე.

ალექ­სან­დრეს­თან ერ­თად გუნ­დის წევ­რე­ბი არი­ან და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჯა­ვა­ხი­ძე. მათ ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. გა­მო­კი­თხუ­ლე­ბის 78 % ამ­ბობს, რომ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს აქ­ტი­უ­რად მსგავს სა­იტს

ამ­ჟა­მად სა­ი­ტის დი­ზა­ი­ნი სრუ­ლად მზა­დაა და იგი სა­ჭი­რო­ებს მხო­ლოდ კო­დინგს. რაც შე­ე­ხე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ას, გუნ­დი მუ­შა­ობს „ვემპლე­რის“ აპ­ლი­კა­ცი­ის მხო­ლოდ IOS ვერ­სი­ა­ზე და მისი გაშ­ვე­ბა და­გეგ­მი­ლია უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში.

ამ ეტაპ­ზე Wempler-ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

იხილეთ სტატია