საერთაშორისო სტარტაპ კონკურსი Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტი საქართველოდან ცნობილია. კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.
კონკურსი მოიცავს სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი ინდუსტრია. 9 ფინალისტ სტარტაპს შორის, რომელიც საქართველოდან გამოვლინდა 5 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპები არიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპებია: Phubber App, Edison Tech, Elven Technologies, Beauty Lab, Zero Effect.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი მოხვდა Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტ სტარტაპს შორის - Bananno.
კონკურსის გამარჯვებულს შანსი აქვს მიიღოს £3000-მდე საგრანტო პრიზი, ბიზნეს მენტორინგი და მონაწილეობა მიიღოს ექსკლუზიურ დისტანციურ სტარტაპ სპრინტ პროგრამაში.
კონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი საპრიზო ნომინაცია -
პანდემიის საპასუხო ინოვაციური იდეებისთვის. ნომინაციის საერთაშორისო
გამარჯვებული მიიღებს დამატებით £1000.
იხილეთ ვრცლად