BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
02 ივლისი 2020

ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირშისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა.

ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, 
წამყვან ტექნოლოგიურ პარკებთან და კომპანიებთან; მოხდა შეთანხმება გერმანული ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე BTU-ში.