ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი ეწვია
30 ივნისი 2020

30 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულება დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - პიერ კლუე და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე - ელეონორ გაღნიე, ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი - დევიდ ტერტრიე.  

ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და წამყვან ტექნოლოგიურ პარკებთან (მათ შორის -Station F); მოხდა შეთანხმება ფრანგული ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე ბტუ-ში; ასევე განხილულ იქნა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ჩანიშვნის შესაძლებლობა.