UNESCO ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს აზიარებს
06 აპრილი 2020

UNESCO-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო მასალებს აერთიანებს, ქართული მასალებიც გამოჩნდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვიდეო ბლოგები, ავატარის ლექციები, ელექტრონული რიდერები და პოდქასთები, რომლებიც ბოლო პერიოდში დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად შეიქმნა, ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით UNESCO-მ უკვე გააზიარა.

„ებრძოლე COVID 19-ს, გააგრძელე სწავალა“ – სწორედ ეს არის UNESCO-ს პროექტის სლოგანი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან სასწავლო მასალებს. აღნიშნული მასალების მიმწოდებლები კი არიან სასწავლო დაწესებულებები, დისტანციური სწავლების ცენტრები. მასალა სხვადასხვა მიმართულებას აერთანებს და ის საინტერესოა როგორც სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსტეტების მმართველებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და რიგითი დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უბრალოდ რაღაც ახლის სწავლა სურთ. მასალები ასევე მოიცავს პანდემიის პირობებში შექმნილ დისტანციური სწავლების წარმატებულ მოდელებს.

სწორედ ამ საიტს დაემატა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალები, რომლებიც ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით BTU-ს და მისი პარტნიორების მიერ არის შემუშავებული. დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ. სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.

იხილეთ BTU-ს ელექტორნული მასალები UNESCO-ს IITE Initiative პორტალზე!