კოდინგის სკოლა ქალებისთვის 1 წლისაა
18 მარტი 2020

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და BTU-ს კოდინგის სკოლას ქალებისთვის 1 წელი შეუსრულდა!

ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში ჩვენი სკოლის მისიაა, რომლის გარშემო, შერჩეული ბენეფიციარები 250 საათის განმავლობაში, პროგრამული ენების მიმართულებით, სრულიად უსასყიდლოდ, BTU-ს სრული დაფინანსებით გადამზადდნენ!

წელს, ქალთა კოდინგის სკოლა ზრდის მასშტაბებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, BTU ქალთა გაძლიერების შვიდივე პრინციპის მიხედვით შედგენილ გეგმას ახორციელებს. ქალთა კოდინგის სკოლა პასუხობს გაეროს მიერ შემუშავებული WEPs-ის მე-4 პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა.