დისტანციური სესიები ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით
05 მარტი 2020

დისტანციური სესიები ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალ პროექტი

საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს, 2 კვირაში ამოქმედდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი არ შეწყდება და წარიმართება პროფესორების, სტარტაპების, დარგის ექსპერტების ჩართულობით.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ დარგებში დაგეგმილი ტრენინგების, გადამზადების კურსების და პროგრამების დიდი ნაწილი გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ინიცირებული სოციალური პროექტი, ონლაინ რეჟიმში იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთის, რომელსაც აინტერესებს გაიღრმაოს ცოდნა სტარტაპ აქსელერაციის, ფინანსებთან წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდების და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ.

პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია პალიტრა ჯგუფი