ცვლილება თბილისის მეწარმეობის სამიტის ჩატარების ვადებში
02 მარტი 2020

ცვლილება თბილისის მეწარმეობის სამიტის ჩატარების ვადებში

ვითვალისწინებთ ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ თბილისის მეწარმეობის სამიტის ჩატარების თარიღი და პირობითად, ახალ თარიღად განვსაზღვროთ 15 მაისი. ჩვენი გუნდი აქტიურად ითანამშრომლებს სამიტის ყველა მონაწილე მხარესთან და ვეცდებით უცვლელი ფორმატით გავმართოთ ღონისძიება.

ამ ეტაპზე, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეული ინვესტორების მიერ, მიმდინარეობს რეგისტრირებული სტარტაპების განხილვა. შერჩეულ სტარტაპებთან კომუნიკაციას განაგრძობს ჩვენი გუნდი, მათთან შეხვედრა კი გაიმართება თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში.

მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს თანამშრომლობისთვის და გელოდებით თბილისის მეწარმეობის პირველ სამიტზე!

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი


Change of Date for the Tbilisi Entrepreneurship Summit 

In light of the growing concerns around COVID-19 and along with the recommendations issued by the state agencies, we have made the decision to reschedule the Tbilisi Entrepreneurship Summit, conditionally on May 15th.  Our team will continue close communication with each participant of the summit, and we hope to hold the event without any amendments to the agenda.  

Currently, Israel’s Silicon Wadi investors are reviewing registered startups. Selected startups will be further contacted by our team members, while the pitching sessions will be held within the framework of the Tbilisi Entrepreneurship Summit.

We thank all of our partners for collaboration and hope to see you at the first Tbilisi Entrepreneurship Summit. 

Business and Technology University