MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი
15 ნოემბერი 2019

alt

პირველად
რეგიონში, მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT საქართველოში სტარტაპ პროექტებზე მუშაობას ინკუბატორის ფარგლებში იწყებს.

ურთიერთშეთანხმებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), აშშ-ში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში მიაღწია. გლობალური სტარტაპ ლაბი, სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს და მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას განახორციელებს.

უპრეცედენტო შეთანხმება მობილური აპლიკაციების საქართველოში შექმნას და მის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს.

გლობალური სტარტაპ ლაბი, საუკეთესო ინდივიდებს და გუნდებს შეარჩევს და მათი სტარტაპების კატალიზირებისთვის იმუშავებს. MIT- გუნდი უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სწავლებას, ვენჩურული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტთა სამეწარმეო უნარების გაღრმავებას.

პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებიშერჩეულ კანდიდატებს 4 კვირის განმავლობაში გადაამზადებენ მეწარმეობასა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით და მოამზადებენ მათ დემო დღისთვის, რომელიც ვენჩურული ინვესტორების წინაშე გაიმართება.

MIT ის გლობალური სტარტაპ ლაბისთვის შეირჩევა 28 მონაწილეპროგრამა დაიწყება 8 იანვრიდან და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში, სრული განაკვეთით.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 დეკემბრი, 17:00 საათი.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ MIT ის ვებ-გვერდზე

ხშირად დასმული შეკითხვები

რეგისტრაცია ღიაა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს.

კანდიდატები შეირჩევა MIT-ის სპეციალისტების მიერ შედგენილი სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

შერჩეული კანდიდატი აუცილებლად უნდა ფლობდეს ინგლისური ენის C1 დონეს და აკმაყოფილებდეს 3H მოდელიდან ერთერთს - ჰაკერი, ჰასლერი და ჰიფსტერი (Bill Aulet’s 3H model).

        hacker/ჰაკერი არის პროდუქტის შემქმნელი

        hustler/ჰასლერი არის ბიზნეს პერსონა

        hipster/ჰიფსტერი არის სამომხმარებლო გამოცდილების სპეციალისტი

 

რეგიონში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შემოსვლა, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია.

,,MIT Nation’’ - როგორც თავად უწოდებენ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთობას, მე-10 უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს გაიზიარონ მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა და შექმნან ისეთი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ინდუსტრიებზეც.

MIT 1861 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც ყველა მოწინავე სარეიტინგო სისტემით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა ინსტიტუტის მისიაა და საუკუნეზე მეტია, ამ მისიას წარმატებით ახორციელებს. ბოლო კვლევების თანახმად, MIT- კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი აქტიური კომპანია, შექმნეს 4,6 მილიონი სამუშაო ადგილი მსოფლიოში, აგენერირებენ 1,9 ტრილიონ აშშ დოლარის წლიურ შემოსავალს.სტატისტიკურად, ლაბში შექმნილი სტარტაპების 72% წარმატებით ინარჩუნებს მდგრადობას საერთაშორისო ბაზრებზე,  ხოლო MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მიერ გადამზადებული სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ მსოფლიო ბიზნესრეიტინგებში.