HP CUP - სილიკონ ველი თბილისის ყოველწლიური ჰაკათონი
16 ოქტომბერი 2019

HP CUP საქართველოში გაიმართება - ყოველწლიური ჰაკათონი სტარტს სილიკონ ველი თბილისის სივრცეში აიღებს
 
HP თასის ყოველწლიური ჰაკათონის  ჩატარების უფლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მოიპოვა. ჰაკათონის საქართველოში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება კომპანია HP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების რეგიონალურმა დირექტორმა ვერტიკალური ინდუსტრიული გადაწყვეტილებების მიმართულებით ჟან-მარკ ოლივიერომ და ხელმძღვანელმა მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში მარკუს შვერცელმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.
 
ჰაკათონის თემა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა - 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები, რომელსაც მონაწილეები შექმნიან 2 დღის განმავლობაში. ჰაკათონში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 20 საუკეთესო გუნდს შეეძლება, რომლებიც საკუთარი იდეების დასამუშავებლად შეძლებენ გამოიყენონ სილიკონ ველი თბილისის HP LAB-ში არსებული ბოლო თაობის სამუშაო სადგურები HP Z8, Z4 და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები.
 
გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც ჟიური გამოავლენს HP-ს თასი და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა. 
 
ჰაკათონი 14- 15 ნოემბერს ჩატარდება და 48 საათის განმავლობაში საბოლოო პროდუქტის შექმნას მოიაზრებს. ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები, საბოლოოდ კი გუნდები გამართავენ Pitching-ს და ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს.
 
ჰაკათონის პარტნიორია თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, რომელიც ჰაკათონში მონაწილე სტუდენტებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს.

ჰაკათონის კიდევ ერთი პარტნიორია პროკრედიტ ბანკი.

პროკრედიტ ბანკის მონაწილეობა  გულისხმობს  ჰაკათონის ფარგლებში კონკურსანტებისთვის ერთ-ერთი სამუშაო დავალების წარდგენას.  კერძოდ ელექტრო მანქანების როლის ზრდა გარემოს დაცვის საკითხებში.

*შერჩეულმა გუნდებმა უნდა იქონიონ საკუთარი კომპიუტერები.
 
*ჰაკათონის მონაწილეებისთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეს და საკვებს.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა