საჩუქარი აბიტურიენტებს
10 ოქტომბერი 2019

საჩუქრად აბიტურიენტებს! 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს საჩუწრად სთავაზობს ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს მათმატიკაში 

ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის მოსამზადებელი ტრენინგი მათემატიკაში

ტრენინგის ფარგლებში აბიტურიენტები გაივლიან ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტში გამოყენებულ ძირითად საკითხებსა და გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის ეფექტურ მეთოდებს.

ტრენინგის პროგრამა:

1. ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მათემატიკის საბაზისო საკითხების გახსენება, რომლებიც საჭიროა საგამოცდო ტესტის ჩასაბარებლად.
2. უმოკლეს დროში დავალებების ამოხსნის ეფექტური მეთოდები და ხერხები.
3. ათვისებული მასალის გამოყენებით, ტრენერის დახმარებით მათემატიკის გამოცდის 40 ტიპური დავალების ამოხსნა.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი, შეხვენება 30 წუთი
ტრენერი: მარი დგებუაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ცენტრ „რენომეს“ დირექტორი.

მათემატიკის ტრენინგის სარეგისტრაციო ფორმა