საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის!
20 სექტემბერი 2019

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის! 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე მოსახვედრად აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბაროს:

● ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• უცხო ენა (შესაძლებელია ნებისმიერი უცხო ენის ჩაბარება აბიტურიენტის არჩევანის შესაბამისად)
• მათემატიკა ან ისტორია

● ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• უცხო ენა (შესაძლებელია ნებისმიერი უცხო ენის ჩაბარება აბიტურიენტის არჩევანის შესაბამისად)
• მათემატიკა

● საინფორმაციო ტექნოლოგიები:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• უცხო ენა (შესაძლებელია ნებისმიერი უცხო ენის ჩაბარება აბიტურიენტის არჩევანის შესაბამისად)
• მათემატიკა

● ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს სხვა დამატებითი საგამოცდო საგნების ჩაბარება არ მოუწევთ.

● ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელის ცვლილებიდან გამომდინარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს მოსამზადებელ პროგრამას აბიტურიენტებისათვის.

● პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სრულიად უფასოდ გაივლიან ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსს მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.