ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტები
12 სექტემბერი 2019


alt

Erasmus+ - ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან.

ინსტიტუციური განვითარების პროექტები (CBHE) აგრძელებენ ყოფილი Tempus პროგრამის აქტივობებს, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პრაქტიკის/გამოცდილების გაზიარებისკენ


მიმდინარე
პროექტები:

საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით (HEIn4)

Boosting the role of HEIs in the industrial transformation towards the Industry 4.0 paradigm in Georgia and Ukraine” (HEIn4)



alt

HEIn4

609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ბელგიის, შვედეთის, პორტუგალიის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების ჩართულობით ხორციელდება.

 

HEIn4 პროექტის განხორციელების ვადები:

2020 წლის 15 იანვარი-2023 წლის 14 იანვარი

 

HEIn4 გრანტის მოცულობა:

973 240,00 ევრო

 

სამიზნე აუდიტორია:

უსდ-ები, ინდუსტრიები

პროექტის პარტნიორები:

ევროპული უნივერსიტეტები და ორგანიზაციები:

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია (პროექტის კოორდინატორი)

პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია

სტოკჰოლმის  ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი

გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია

 

საქართველო:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

 

უკრაინა:

დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი

ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი

უკრაინის ეროვნული მეტალურგიული აკადემია

ოდესის .. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი

ფესტოს საწარმო

 

პროექტის სტრატეგიული მიზანი:

საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით.

 

პროექტის კონკრეტული მიზნები:

1.     განავითაროს ქართული და უკრაინული უსდ-ების შესაძლებლობები (ადამიანური რესურსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინსტიტუციური ერთეულები) მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად;

2.     გააძლიეროს უსდ-ებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინდუსტრიების ციფრულ ტრანსფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისი სპეციალური კურსების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით;

3.     ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშესაწყობად ქართულ და უკრაინულ უსდ-ებში შექმნას ახალი სასწავლო მოდული სამაგისტრო საფეხურზე ინდუსტრია 4.0 ბიზნესის მენეჯმენტი“ („Industry 4.0 Business Management);

4.     მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისად ინჟინერიის პროგრამების კურიკულუმის განსაახლებლად შეიმუშავოს რეკომენდაციები

 

პროექტის აქტივობები:

-       ევროპელი პარტნიორების სასწავლო მეთოდოლოგიებისა და კურიკულუმის შესწავლა;

-       მეთოდოლოგიისა და კურიკულუმის შინაარსის შემუშავება;

-       ევროპელი პარტნიორების ინდუსტრიასთან კავშირისა და ინსტიტუციური განვითარების პრაქტიკების შესწავლა;

-       Case Studies მომზადება;

-       ინდუსტრიისთვის მოკლე ტრენინგ-კურსების შემუშავება/შეთავაზება;

-       მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო მოდულის Industry 4.0 Business Management შემუშავება/ამოქმედება;

-       ინჟინერიის პროგრამების კურიკულუმების განსაახლებლად რეკომენდაციების შემუშავება;

-       ვირტუალური მაღალტექნოლოგიური სასწავლო სივრცის/ლაბორატორიის მოწყობა;

-       ვირტუალური მაღალტექნოლოგიური სასწავლო სივრცის/ლაბორატორიის პერსონალის გადამზადება;

-       საკონსულტაციო აქტივობებისთვის შინაარსობრივი ნაწილისა და შესაბამისი რესურსების შემუშავება;

-       ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება;

-       პროექტის აქტივობებისა და შედეგების გაზიარება ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით;

-       პროექტის დასრულების შემდეგ მდგრადობისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება.


პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

-          ქართულ და უკრაინულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების განვითარება/გაძლიერება       მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გამოწვევების შესაბამისად;

-          სწავლების მეთოდოლოგიისა და კურიკულუმის შინაარსობრივი მხარის მოდერნიზება ინდუსტრია 4.0-ის შესაბამისად;

-          Case Studies მომზადება ევროპული პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების მიზნით;

-          ინჟინერიის პროგრამების კურიკულუმების განსაახლებლად სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება;

-          სამაგისტრო საფეხურზე ახალი სასწავლო მოდულის დანერგვა Industry 4.0 Business Management" (5 ECTS);

-          ინდუსტრიისთვის მოკლე ტრენინგ-კურსების შემუშავება (3 ECTS);

-          ვირტუალური მაღალტექნოლოგიური სასწავლო სივრცის/ლაბორატორიის დაარსება;

-          პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების პერსონალის მუდმივი გადამზადება;

-          საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება ინდუსტრიისთვის;

-          ვირტუალური მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის ორგანიზებით დაინტერესებული მხარეებისთვის მრგვალი მაგიდებისა და შეხვედრების ორგანიზება;

-          მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება ვირტუალური მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიისთვის;

-          პროექტის ვებგვერდის, ბეჭდური და ელექტრონული პუბლიკაციებისა და მასალებისა და პროექტის საუკეთესო პრაქტიკების გავრცელება სამიზნე ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა).




საინფორმაციო ბროშურები:

ბროშურა I_იანვარი-ივლისი, 2020

 


  • ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის - იხილეთ სტატია 
  • ინდუსტრიული ლიდერები ,,ინდუსტრია 4.0-ს’’ BTU-ს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე დანერგავენ - იხილეთ სტატია 



კონტაქტი

ანი ჭელიშვილი
ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების ინსტიტუციური კოორდინატორი
საგარეო ურთიერთობების სამსახური
erasmusplus@btu.edu.ge