ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს განახლებული ლექტორების გუნდი ჰყავს
11 სექტემბერი 2019

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ძლი­ე­რი გუნ­დის შექ­ნა­ზე.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტოპ მე­ნე­ჯე­რე­ბით.

სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ცე­მად, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრაქ­ტი­კო­სი ლექ­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წელს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე აქვს.

წარ­მო­გიდ­გენთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ახალ გუნდს, რო­მე­ლიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სტუ­დენ­ტებს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დახ­ვდე­ბათ. მათ შო­რის არი­ან:
„თი­ბი­სი ბან­კის“ ბრენდ მე­ნე­ჯე­რი, „სო­კა­რის“ ხა­რის­ხის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, „გე­ფას“ ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, School of Science-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი, სას­ტუმ­რო სტამ­ბას - სტუმ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო - დო­ნო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, თი­ბი­სი ბან­კის უფ­რო­სი პი­რა­დი ბან­კი­რი, ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი სს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში“ და სხვა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლი შედ­გე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან, რო­მელ­თაც უწყვე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­სა და სტუ­დენ­ტებ­თან.