ჩვენი არტ ინკუბატორის სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა
02 აგვისტო 2019

ჩვენი არტ ინკუბატორის სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა და საერთაშორისო შეჯიბრში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას!

ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პრო­ექ­ტის „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ ფარ­გლებ­ში პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კონ­კურ­სი Big Idea Challenge მო­ე­წყო და 17 ივ­ლისს “სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის” სივ­რცე­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც გა­მოვ­ლინ­და. კონ­კურ­სი მო­ი­ცავ­და სამ კა­ტე­გო­რი­ას: ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ი­დან ფი­ნა­ლურ ფი­ჩინგზე 3-3 გუნ­დი წარ­დგა და კა­ტე­გო­რი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­სა­ხელ­დნენ. გა­მოვ­ლინ­და ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნიც. ეს არის პრო­ექ­ტი „საპო“.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არტ ინ­კუ­ბა­ტო­რის წევ­რე­ბი ნა­ი­ლი ვა­ხა­ნია და თენ­გიზ კავ­კა­სი­ძე არი­ან. გუნდს გა­და­ე­ცა ფუ­ლა­დი პრი­ზი 3 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი. პრო­ექ­ტის ატო­რე­ბი, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ოქსფორდში გა­მარ­თულ სტარ­ტა­პე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე.

9 ფი­ნა­ლის­ტი გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ფი­ნა­ლის­ტი პრო­ექ­ტე­ბი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით კი ასე გა­და­ნა­წილ­და - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი: SAPO, Georgian Memori, Mughami; ციფ­რუ­ლი იდე­ე­ბი: Iwant, Smartion, Virtual Tickets; სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა: CHU, Helping Hand, Ceres.  პროგ­რა­მას „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭო ახორ­ცი­ე­ლებს. ეს არის ხუ­თწ­ლი­ა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის ნა­წი­ლი­ცაა კონ­კურ­სი Big Idea Challenge. ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ზაზა ფურ­ცე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა 2018 წელს და­ი­წყო და არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს და­ა­ფი­ნან­სებს.

„მი­ხა­რია, რომ კონ­კურ­სის დონე იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გა­ნა­ცხა­დე­ბი შე­მო­ვი­და და ჟი­უ­რის­თვის რჩე­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. თუმ­ცა კონ­კურ­სი კონ­კურ­სია და ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ. პრი­ზე­ბი გვაქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და რაც მთა­ვა­რია, მიზ­ნობ­რი­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ნა­წი­ლე­ებს ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ზაზა ფურ­ცე­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდთან ერ­თად ერ­თად ბრი­ტა­ნეთ­ში კი­დევ 6 ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი გა­ემ­გზავ­რე­ბა. პროგ­რა­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი 7 ქვე­ყა­ნა­ში: სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში ტარ­დე­ბა.

ქარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი SAPOარტ ინ­კუ­ბა­ტო­რის წევ­რებ­მა შექ­მნეს. არტ ინ­კუ­ბა­ტო­რის პარტნი­ო­რი კი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტია. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებს სტარ­ტა­პე­ბის შექ­მნა­სა და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა.

„ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ იმით, რომ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა სა­უ­კე­თე­სო სტარ­ტა­პი 6 ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ფი­ნა­ლურ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ყვე­ლა ქვე­ყე­ნა­ში ნო­მი­ნი­რე­ბულ ფი­ნა­ლისტს შო­რის ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.მის ფარ­გლებ­ში და­ფუძნ­და თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­უ­ლი ცენ­ტრიც და სწო­რედ ამ ცენ­ტრის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც,“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ენუ­ქი­ძემ.

სა­ერ­თო ჯამ­ში კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 300-ზე მეტ­მა პრო­ექ­ტმა მი­ი­ღო, რო­მელ­თა­გან 53 სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო.