ჯონ რაიანის მასტერკლასი
02 აგვისტო 2019

ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­სა­უბ­როდ „ლე რო­შეს“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯონ რი­ა­ი­ნი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ტოპ მე­ნე­ჯე­რებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა Les Roches სტუ­არ-მას­პინ­ძლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვე­რის­ტე­ტის, Property Georgia-სა და Adjara Group-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა. მას­ტერკლა­სის თემა იყო „ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნი მე­ნე­ჯმენ­ტი“.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის გზებ­ზე ისა­უბ­რეს. ჯონ რა­ი­ა­ნის მას­ტერკლა­სის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა დი­სუკ­სია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი რჩე­ვე­ბიც მი­ი­ღეს. ჯონ რა­ი­ან­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას კრი­ზი­ე­ბის მარ­თვის სა­კუ­თა­რი და სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზა­როთ, რად­გან ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად კრი­ზი­სუ­ლია და მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ჩვენ ვეც­დე­ბით ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბით და­ვეხ­მა­როთ. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მო­სულ სტუმ­რებს გა­ვა­ცა­ნი სხვა ქვეყ­ნე­ბის, სხვა სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ დაძ­ლი­ეს მათ კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი. ამ ეტაპ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და კრი­ზი­ე­ბის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი,“ – გა­ნა­ცხა­და ჯონ რა­ი­ან­მა.

Les Roches სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 წე­ლია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე ოპე­რი­რებს.უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სდა 1954 წელს და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტულ სწავ­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნი­ნი­ნო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს,Les Roches არის მსოფ­ლი­ოს სა­მე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი მო­წი­ნა­ვე სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სკო­ლა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მაც ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის ჩა­ა­ტა­რა სე­მი­ნა­რი.

„ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და დის­კუ­სი­ე­ბის მო­წყო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა გან­ვი­თა­რედს ტუ­რიზ­მი და რო­გორ შეხ­ვდეს სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. ამ­ჯე­რად კი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და Les Roches ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და.Les Roches არის მსოფ­ლი­ოს სა­მე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი მო­წი­ნა­ვე სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სკო­ლა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლისტს შეხ­ვდა. სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბის მა­ღა­ლი და სა­შუ­ა­ლო რგო­ლის მე­ნე­ჯე­რებ­მა და ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ი­ღეს,“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ენუ­ქი­ძემ.

Les Roches-ს პარტნი­ო­რი­სა და მას­პინ­ძლო­ბის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო.

„ქვე­ყა­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გა, თუმ­ცა ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჯონ რა­ი­ან­თან შეხ­ვედ­რა არის სწო­რედ ის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც სტუ­მარ-მას­პინ­ძი­ლო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღე­ბენ. მან გაგ­ვი­ა­ზი­ა­რა გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს აქვთ. ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია არის ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის უმ­თავ­რე­სი გზა. სა­ხელ­მწი­ფოს, კერ­ძო სექ­ტო­რის, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­სტუ­ტუ­ე­ბის მხრი­დან სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა ერ­თად უნდა ჩა­ვერ­თოთ და ერ­თად ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გა­მოვ­დი­ეთ ამ კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და საფრ­თხე­ე­ბის ნაც­ვლად რო­გორ და­ვი­ნა­ხოთ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლამ ერ­თად ვი­ფიქ­როთ, თუ რო­გორ გა­მო­ვი­დეთ ამ კრი­ზი­სი­დან, რო­გორ გა­ვა­ძი­ე­როთ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტო­რი, რად­გან ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თად შრო­მი­თა და ერ­თად დგო­მით უნდა გა­ვა­კე­თოთ ეს,“ - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვამ.

 

Les Roches-ს ექ­სპერტთან ჯონ რა­ი­ან­თან შეხ­ვედ­რა 1-ელ ივ­ლისს სას­ტუმ­რო Rooms-ში გა­ი­მარ­თა.