ორგანიზაცია რეფორმერის ინიციატივა - პროგრამული ენების კურსი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის BTU-ში.
02 აგვისტო 2019

ორ­გა­ნი­ზა­ცია, "რე­ფორ­მე­რი", რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ახალ­გაზ­რდა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ზრუ­ნავს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, იწყებს 14-დან 18 წლამ­დე და 18 წელს ზე­მოთ არას­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი ბავ­შვე­ბის პროგ­რა­მუ­ლი ენე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ერ­თწ­ლი­ა­ნი უფა­სო კუ­რი­სის შე­თა­ვა­ზე­ბას.

კურ­სის ფარ­გლებ­ში მსმე­ნე­ლე­ბი იმ ცოდ­ნას და­ე­უფ­ლე­ბი­ან, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, გა­ერ­კვნენ ვებგ­ვერ­დის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ში, აა­წყონ ვებგ­ვერ­დი ან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ არ­სე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დის პროგ­რა­მულ კოდ­ში, და­გეგ­მონ და მე­ნე­ჯმენ­ტი გა­უ­წი­ონ ვებგ­ვერ­დის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს.

გარ­და, იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბით კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას, პროგ­რა­მუ­ლი ენე­ბის სწავ­ლა ხელს უწყობს პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ მიდ­გო­მის ცვლი­ლე­ბას და ავი­თა­რებს შე­მო­ქე­დე­ბით და სტრუქ­ტუ­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარს.