BTU-მ მემორანდუმი უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-სთან გააფორმა
BTU-მ მემორანდუმი უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-სთან გააფორმა
20 ივნისი 2019

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-სთან თანამშრომლობა დაიწყო.

 https://iohk.io/team/ არის ინჟინრული კომპანია როლმაც შექმნა კარდანო და ანვითარებს მე-3 თაობის ბლოკჩეინ პლატფორმას.

 მისი ქსელი შედგება 3 ძირითადი კომპანიისგან:

https://cardanofoundation.org/en/ შვეიცარიაში ზუგ-ში რეგისტრირებული კომპანია;

input output აშშ-ში ვაიომინგში შტატში რეგისტრირებული ჰოლდინგი და მისი შვილობილი input output hong kong https://iohk.io/ 
https://emurgo.io/#/en ემურგო იაპონური კომპანია, რომელიც არის კარდანოს უფრო კომერციული ფრთა.

 კომპანია IOKH ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის სფეროში ინოვაციურ პროექტებს და სასწავლო ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც იქნება ფინტექის და ბლოკჩეინის მიმართულებით.

 კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობა, შესაძლებლობების განვითარება და აკადემიური პარტნიორობის სხვა ფორმები აგრეთვე კომპანიის ინტერესის სფეროა.

 კომპანია IOKH თანამშრომლობის ფარგლებში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს მესამე თაობის მლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვაში სასწავლო პროცესში.