სტარტაპების დემო დღე
12 ივნისი 2019

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მორიგი სტარტაპების დემო დღე გაიმართა , რომელზეც სტუდენტებმა საკუთარი იდეები  შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციებს, პოტენციურ პარტნიორებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგინეს.

სტარტაპების დემო დღის ოფიციალური პარტნიორია: თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” და საქართველოს ბანკი BOG Fintech .

აღსანაიშნავია, რომ “სპარკიორგანიზებით დემო დღეზე მონაწილეობის მსურველი სტარტაპებისათვის 5 დღიანი ინტენსიური BOOTCAMP ჩატარდა  , სადაც სტუდენტებმა საკუთარი იდეები კიდევ უფრო დახვეწეს და განავითარეს.

ბიზნეს აქსელერატორ სპარკმადემო დღეზე მონაწილე 24 სტარტაპიდან ხუთი გამოყო . მათ საშუალება მიაეცემათ გაიარონ აქსელერაცია და მიიღონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარი იდეების კომერციალიზაციისათვის .

სპარკის მიერ შერჩეული სტარტაპებია :

ARC - მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით მძღოლს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის­გან იცავს;

Elyft - ლიფ­ტის გა­დახ­დე­ბის ახ­ლე­ბუ­რი სა­შუ­­ლე­ბა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლევს ლიფ­ტით სარ­გებ­ლო­ბის სა­ფა­სუ­რი ნე­ბის­მი­­რი სა­ბან­კო ბა­რა­თით გა­და­­ხა­დოს;

Multicart - ჭკვი­­ნი ური­კა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ვაჭ­რო­ბის დროს შე­სა­ძე­ნი სა­ქო­ნე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სა და ბი­­ჯე­ტი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა;

Salone - სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­­ბის და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის ონ­ლა­ინ და­ჯავ­შნის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სებს სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლევს, მომ­ხმა­რე­ბელს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი შეს­თა­ვა­ზოს;

FeelReality – ვირ­ტუ­­ლუ­რი რე­­ლო­ბის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მუ­ზე­­მებს უფრო მე­ტად ინ­ტე­რაქ­ცი­ულს ხდის.

 დემო დღეზე მონაწილე სტარტაპეს შორის 6 ფინტექის მიმართულებისაა . საქართველოს ბანკის BOG Fintech- აღნიშნული სტარტაპებიდან საუკეთესოს გამოავლენს და მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.