BTU-მ კომ­პა­ნია SYSTEM CORP.-თან თანამშრომლობა და­ი­წყო
14 მაისი 2019

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო კომ­პა­ნია SYSTEM CORP.-თან, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი რე­გი­ო­ნის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო, ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო, სა­ინ­ჟინ­რო და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ფუძ­ვლე­ბის ცოდ­ნას სიღ­რმი­სე­უ­ლად. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ირ­ჩე­ვი­ან სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბი და გა­ივ­ლი­ან სტა­ჟი­რე­ბას SYSTEM CORP.-ში, სა­დაც ისი­ნი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნად პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ი­ღე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტზე მუ­შა­ო­ბა უკვე აქ­ტი­უ­რად მი­დის. ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში კი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2018 წლი­დან არ­სე­ბობს Mercedes Benz-ის მხარ­და­ჭე­რით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს აერ­თი­ა­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა, კომ­პა­ნია SYSTEM CORP.-ს, ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კვლე­ვე­ბი­სა და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­შიც და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 20 წე­ლია.

SYSTEM CORP. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კვლე­ვებს სა­მე­დი­ცი­ნო, სა­ინ­ჟინ­რო და სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 წელ­ზე მე­ტია. კომ­პა­ნია რე­გი­ო­ნის უპი­რო­ბო ლი­დე­რია. მათი პორ­ტფო­ლიო მო­ი­ცავს წარ­მა­ტე­ბებს ისეთ მსოფ­ლიო ტურ­ნი­რებ­ზე კომ­პი­უ­ტე­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: MIT Hacking Medicine, MSOFT Imagine Cup, MSOFT AI Guardian, IEEE და ა.შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფაქ­ტი, რომ გა­სულ თვეს SYSTEM CORP. მოხ­ვდა მა­იქ­რო­სოფ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩემ­პი­ონ­ში­ფის MSOFT AI Guardian-ის ფი­ნა­ლურ ტურ­ში, მსოფ­ლი­ოს 5 გუნდს შო­რის.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრენ­დია და ეტა­პობ­რი­ვად ინერ­გე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში, ჯან­დაც­ვა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, წარ­მო­ე­ბა­ში და სხვა ინ­დუსტრი­ებ­ში. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის გაღ­რმა­ვე­ბა, მისი სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ამით სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რა.