წიგნის პრეზენტაცია - BTU - ში
14 მაისი 2019

→ მაია მელიქიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი. მუშაობს განახლებადი ენერგიების კვლევაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. Executive MBA-ის კვალიფიკაცია მიღებული აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, გლობალური სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით. სპეციალობა - საერთასორისო ეკონომიკურ სამართლაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

→ დემურ ჩომახიძე - ეკონომიკის მეცნიერებებათა დოქტორი, პროფესორი და რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
მრჩეველი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

 წიგნის შესახებ:
წიგნი ეხება საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების პრობლემებს. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და მიმზიდველია ინვესტორებისთვის. წიგნი მოიცავს ორ ნაწილს, პირველი ნაწილი ეხება განხორციელებულ რეფორმებს და მიღწევებს,
ასევე ქართულ ენერგეტიკურ სექტორში არსებულ გამოწვევებს. მეორე ნაწილი კი განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს და აქტივობებს რომელიც საჭიროა ენერგეტიკული სფეროს განვითარებისთვის.